ჩო მინ-ჰო
ჩო მინ-ჰო (კორ. 조민호; 4 იანვარი, 1987 — გ. 15 ივნისი, 2022) — პროფესიონალი სამხრეთ კორეელი ჰოკეისტი. აზიის ჰოკეის ლიგის კლუბის „ანიან ჰალას“ და სამხრეთ კორეის ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი.
ჩო მინ-ჰო | |
---|---|
დაბ. თარიღი | 4 იანვარი, 1987 |
დაბ. ადგილი | სეული, სამხრეთი კორეა |
გარდ. თარიღი | 15 ივნისი, 2022 (35 წლის) |
სიმაღლე | 175 |
წონა | 81 |
პოზიცია | თავდამსხმელი |
დარტყმა | მარჯვენა |
მოქალაქეობა | სამხრეთი კორეა |
კარიერა | 2009–2021 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰოკეისტის კარიერა ჩო მინ-ჰომ 2003 წელს სასწავლო დაწესებულების „კუნგი ჰაის“ გუნდში დაიწყო. მაშივნე ჰქონდა დებიუტი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ყინულის ჰოკეიში სამხრეთ კორეის ნაკრებში, 2004 წელს ამავე ტურნირში ითამაშა გუნდის შემადგენლობაში. 2004–2008 წლებში სამხრეთ კორეის სტუდენტურ ჩემპიონატში გამოვიდა კორიოს უნივერსიტეტის გუნდთან ერთად. 2008 წელს ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე ყინულის ჰოკეიში (ამ შეჯიბრის პირველ დევიზიონში) კორეის რესპუბლიკის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. გაითამაშა 5 ბურთი, ააგროვა 4 ქულა — 3 დამატებული 1, სისტემით პასი გოლი. 2008 წელს მოაწერა კონტრაქტს ხელი აზიური ლიგის კლუბ „ანიან ჰალასთან“, მაგრამ 2008/09 სეზონში ერთი თამაშიც არ უთამაშია.
მისი დებიუტი „ანიან ჰალაში“ მხოლოდ შემდეგ სეზონში შედგა. რეგულარულ სეზონში მოთამაშემ 36 მატჩის განმავლობაში შეაგდო 14 გოლი და აღინიშნა 30 საგოლე გადაცემით, პლეი-ოფში კი 9 ბურთიდან 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიიწერა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა მათ გამარჯვებაში[1]. მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთკორეული გუნდის შემადგენლობაში ითამაშა 5 მატჩი, ერთი გოლის და ერთი საგოლე პასის აღნიშვნით.
გუნდის შემადგენლობაში ყოფნისას ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მომავალ სეზონშიც შეძლო. გაითამაშა 36 ბურთი რეგულარულ სეზონში და 4 პლეი-ოფში, საშუალო ოდენობით ჰოკეისტმა 48 ქულა დააგროვა. საერთაშორისო დონეზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩო მინ-ჰომ 4 მატჩი ითამაშა.
2011/2012 სეზონში რეგულარულ ტურნირზე გაატარა 29 თამაში, 14-ჯერ მიაღწია მოწინააღმდეგის კარამდე და 13-ჯერ გაუწია თანაგუნდელებს ასისტირება მოწინააღმდეგის კარის ასაღებად. პლეი-ოფში ითამაშა 5 მატჩი, შეაგდო 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დევიზიონში 2012 წელს ითამაშა 5 თამაში, შეასრულა1 საგოლე გადაცემა. 2012/13 სეზონის რეგულარულ შეჯიბრებაში 33 მატჩში ააგროვა 40 ქულა, პლეი-ოფში სამ თამაშში კიდევ 3 აქტივობა ჩაინიშნა. სამხრეთ კორეის ნაკრების შემადგენლობაში 5 თამაში ითამაში მსოფლიო ჩემპიონატ 2013-ის დივიზიონში, ასევე ითამაშა 3 თამაში ოლიმპიური თამაშების კლასიფიკაციისთვის.
2013–2015 წლებში ჩო მინ-ჰო სეულის კლუბ „თემიონ-სანმუში“ თამაშობდა სამხედრო სამსახურის მოხდის მიზნით[2]. 2013/14 სეზონში რეგულარულ პირველობაზე 40 თამაშში 56 ქულა ააგროვა, პლეი-ოფში სამ თამაშში 1-ის შეგდება შეძლო. 2014/15 სეზონში გამოვიდა როგორც გუნდის კაპიტანი, სეზონში ითამაშა 38 თამაში, 13 გოლის შეგდება და 44 საგოლე გადაცემის განხორციელება შეძლო, რეგულარული შედეგების მიხედვით გუნდი პლეი-ოფში ვერ მოხვდა. 2014 და 2015 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩაატარა 5 მატჩი, 2 და 5 ქულის დაგროვებით შესაბამისად.
2015 წელს დაბრუნდა „იანან ჰალაში“, რეგულარულ სეზონში 2015/16 48 მატჩში 12 გოლი გაიტანა და გადასცა 48 საგოლე პასი, პლეი-ოფში ოთხჯერ შევიდა შეტევაში და ორჯერ დაეხმარა თანაგუნდელებს აეღოთ მოწინააღმდეგის კარი. სეზონის შედეგების მიხედვით გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა, რაც მინ-ჰო აზიის ლიგის სამგზის ჩემპიონი გახადა. ჰოკეისტმა ასევე ითამაშა 5 თამაში მსოფლიო ჩემპიონატში 2016 წელს, თავის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემის ჩაწერით.
ჩო მინ-ჰო გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი, 35 წლის ასაკში, 2022 წლის 15 ივნისს, სეულში.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჩო მინ-ჰოს სტატისტიკა Eliteprospects.com-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Анян Халла — первый корейский чемпион АХЛ (ინგლისური)
- ↑ Санму присоединился к азиатской лиге (ინგლისური)
- ↑ '평창 아이스하키 첫 골 주인공' 조민호, 35세로 별세. Yonhap News Agency (15 June 2022). ციტირების თარიღი: 15 ივნისი 2022