ჩონ დუ ჰვანი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი
Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
ჩონი, ხოლო სახელი — დუ ჰვანი.

ჩონ დუ ჰვანი (კორ. 전두환?, 全斗煥?, დ. 18 იანვარი 1931 — გ. 23 ნოემბერი, 2021) — სამხრეთკორეელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი 1980—1988 წლებში. 1996 წელს მიუსაჯეს სიკვდილი, თუმცა მოგვიანებით შეიწყალეს.

ჩონ დუ ჰვანი
ჩონ დუ ჰვანი
სამხრეთ კორეის მე-5 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 სექტემბერი, 1980 – 24 თებერვალი, 1988
წინამორბედიპაკ ჩუნ ჰუნი
მემკვიდრერო დე უ

დაბადებული18 იანვარი, 1931
ხანჩხონი, სამხრეთი კორეა
გარდაცვლილი23 ნოემბერი, 2021 (90 წლის)
მეუღლელი სუნჯა
რელიგიაბუდიზმი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჩონ დუ ჰვანი დაიბადა 1931 წლის 18 იანვარს მთიანი პროვინციის კიონსან-ნამდოს ქალაქ ხანჩხონში. იგი თავისი ოჯახის ათი შვილიდან მეორე იყო. მაშინ როდესაც ჩონ დუ ჰვანი ცხრა წლის იყო, ოჯახთან ერთად მანჯურიაში გადასახლდა, სადაც დაწყებითი განათლება მიიღო გორინის პროვინციაში. ერთი წლის მერე ოჯახი დაბრუნდა კორეაში და დასახლდნენ კორეის სიდიდით მესამე ქალაქ ტეგუში. 1947 წელს ახალგაზრდა ჩონ დუ ჰვანი შევიდა ტექნიკურ სასწავლებელში მაგრამ მას მოუწია სწავლის შეწყვეტა კორეის ომის დაწყების გამო[1].

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

1955 წელს დაასრულა კორეის სამხედრო აკადემია. 1859 წელს გააგზავნეს აშშ-ში ხუთი თვით, რათა მოესმინა ჩრდილოეთ კაროლინაში ინფორმაციული ომის სპეციალური კურსი. მონაწილეობდა ვიეტნამის ომში და ხელმძღვანელობდა მეცხრე სამხრეთკორეული დივიზიის „თეთრი ცხენის“ ერთ-ერთ პოლკს. ჩართული იყო პრეზიდენტ პაკ ჩონ ჰის მკვლელობის გამოძიებაში.

1979 წლის 12 დეკემბერს ჩონ დუ ჰვანმა განახორციელა სამხედრო გადატრიალება. 12 დეკემბრის საღამოს დააპატიმრეს საგანგებო მდგომარეობის შტაბის უფროსი ჩონ სინ ხვა, რომელსაც ბრალად დასდეს პაკ ჩონ ჰის მკვლელ კიმ ჩჟე გიუსთან კავშირი. ამის შემდეგ სეულის ქუჩებში დაიწყო ბრძოლები ჩონ დუ ჰვანისა და ჩონ სი ხვას მომხრე დაჯგუფებებს შორის. შეტაკებები ძირითადად მიმდინარეობდა სეულის ცენტრში, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ და ყოფილი სამეფო სასახლის კიონბოკუნის მახლობლად, რომლის უკანაც მდებარეობდა პრეზიდენტის რეზიდენცია „ცისფერი სახლი“. 13 დეკემბრის დილით ჩონ დუ ჰვანმა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა თავდაცვის სამინისტრო, ძირითადი ტელე და რადიო სადგურები. საგანგებო მდგომარეობის შტაბის უფროსად დანიშნეს გენერალ-ლეიტენანტი ლი ხინ სონი. დედაქალაქისტავდაცვის შტაბის უფროსად დანიშნეს რო დე უ[2].

12 დეკემბრის გადატრიალებისა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემდეგ, ხელისუფლებაში მოვიდა საკმაოდ არაპოპულარული პრეზიდენტი ჩჰვე გიუ ჰა, რამაც გამოიწვია სამხრეთ კორეის დედაქალაქში მასობრივი მღელვარებები, რომლებსაც „სეულის ომი“ უწოდეს.

1980 წლის აპრილ-ივნისში ჩონ დუ ჰვანმა ჩამოაყალიბა სამხრეთ კორეის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. ამავე წელს ჩვე გიუ ჰას გადადგომის შემდეგ არაპირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ერთადერთი კანდიდატი იყო ჩონ დუ ჰვანი, აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.

პრეზიდენტობა

რედაქტირება

პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი პირველი ნაბიჯი იყო კონსტიტუციის რეფორმა. 22 ოქტომბრის საყოველთაო რეფერენდუმზე გაიტანა კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა არაპირაპირ საპრეზიდენტო არჩევნებს, შვიდწლიან საპრეზიდენტო ვადას, პრეზიდენტის უფლებებს საგანგებო მდგომარეობის დროს და პარლამენტის დათხოვნას, ასევე მმართველი პარტიის დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ. კონსტიტუციის პროექტს ხმა მისცა ამომრჩეველთა 91,6 %[3].

ახალი კონსტიტუციის მიხედვით ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 1981 წლის 25 თებერვალს. ჩონ დუ ჰვანმა მიიღო 4755 ხმა 5277-დან და ოფიციალურად საპრეზიდენტო ფიცი დადო 1981 წლის 3 მარტს. ეს დრე ითვლება კორეის ისტორიაში მეხუთე რესპუბლიკის დამყარების დღედ.

მომავალმა პრეზიდენტმა გამოაცხადა იმ ეკონომიკური კურსის გაგრძელება, რომელიც პაკ ჩონ ჰიმ დაიწყო. ჩონ დუ ჰვანის მმართველობას თვლიან ავტორიტარულად, თუმცა იგი იყო წინამორბედისაგან ნაკლებად მკაცრი. 1980 წლის კონსტიტუცია აცხადებდა უფრო მეტ თავისუფლებას, ვიდრე მისი წინამორბედი, 1972 წლის კონსტიტუცია, თუმცა მან მეტი ძალაუფლება მიანიჭა პრეზიდენტს.

1983 წელს ბირმის დედაქალაქ რანგუნში ვიზიტის დროს, აპირებდა მავზოლეუმის დათვალიერებას, მაგრამ მის ვიზიტამდე ორი წუთით ადრე მავზოლეუმში აფეთქდა ბომბი, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლები.

1986 წლისთვის საერთო უკმაყოფილება ქვეყანაში შენელდა, ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების გამო, თუმცა მემარცხენე რადიკალურად განწყობილი სტუდენტთა ჯგუფები უკმაყოფილონი იყვნენ ხელისუფლების პოლიტიკური კურსით. ამის შედეგად 1987 წელს მთელ ქვეყანას გადაურა საპროტესტო აქციების ტალღამ. ამავე წელს აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გაუგზავნა წერილი ჩონ დუ ჰვანს, სადაც მოუწოდებდა ქვეყანაში გაეტარებინა დემოკრატიული რეფორმები. ამ ამბების შემდეგ 29 ივნისს გამოცხადდა რეფორმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებს, რეჟიმის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებისათვის პოლიტიკური საქმინობის აკრძალვის გაუქმებას, მათ შორის მომავალი პრეზიდენტის კიმ დე ჯუნისათვის. რეფორმებს სათავეში ჩაუდგე რო დე უ, რომელიც გახდა ჩონ დუ ჰვანის მემკვიდრე პრეზიდენტის თანამდებობაზე.

გადადგომის შემდეგ

რედაქტირება

თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მისი ოჯახი დაადანაშაულეს კორუფციაში. 1988 წლის 23 ნოემბერს იძულებული გახდა წასულიყო ბუდისტურ მონასტერში, სადაც გაატარა ორი წელი.

1996 წელს ჩონ დუ ჰვანი და რო დე უ დაადანაშაულეს კორუფციაში. ჩონ დუ ჰვანს მიუსაჯეს სიკვდილი, თუმცა შემდეგ იგი მუდმივი პატიმრობით შეუცვალეს. თუმცა ახალმა პრეზიდენტმა კიმ დე ჯუნმა შეიწყალა და გაათავისუფლა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Biography: Chun Doo Hwan
  2. http://rikonti-khalsivar.narod.ru/Korea43.htm Приход к власти Чон Ду Хвана
  3. http://rikonti-khalsivar.narod.ru/Korea43.htm Установление Пятой республики