ჩოლპონ-ატა (ყირგ. Чолпоната) — ქალაქი ყირგიზეთში. მდებარეობს ისიქ-ქოლის ოლქის ამავე სახელწოდების რაიონის ტერიტორიაზე. ისიქ-ქოლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი-კურორტი.

ქალაქი
ჩოლპონ-ატა
ყირგ. Чолпон-Ата
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ოლქი (ყირგიზეთი)|ყირგიზეთის ადმინისტრაციული დაყოფა|ოლქი ისიქ-ქოლი
რაიონი (ყირგიზეთი)|ყირგიზეთის ადმინისტრაციული დაყოფა|რაიონი ისიქ-ქოლი
კოორდინატები 42°39′00″ ჩ. გ. 77°05′00″ ა. გ. / 42.65000° ჩ. გ. 77.08333° ა. გ. / 42.65000; 77.08333
პირველი ხსენება 1922
ამჟამინდელი სტატუსი 1975
ცენტრის სიმაღლე 5359 ფუტი
მოსახლეობა 10 525 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი 0(3943)*****
საფოსტო ინდექსი 722125
ოფიციალური საიტი http://www.cholpon-atacity.kg/index.php/kg/city-kg/maps-kg
ჩოლპონ-ატა — ყირგიზეთი
ჩოლპონ-ატა

ქალაქი მდებარეობს ისიქ-ქოლის ტბის ჩრდილოეთი სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში. რესპუბლიკის დედაქალაქ ბიშკეკიდან 265 კილომეტრში აღმოსავლეთით. საოლქო ცენტრ კარაკოლიდან დასავლეთით 145 კილომეტრში.

ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ძველ დასახლებაზე გადიოდა აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მარშრუტი. ქალაქის სახელწოდება ერთ-ერთი ვერსიით ნიშნავს „ვენერას მამა“-ს (Чолпон - ვენერა; ата - მამა). მეორე ვერსიით „მწყემსების მამა“-ს ნიშნავს (Чопан - მწყემსი).

ქალაქში განვითარებულია ტურიზმი. დამსვენებლები ძირითადად ჩადიან ციმბირიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობაა ისიქ-ქოლი და თოვლიანი ქედი კიუნგეი-ალა-ტოო. 1979 წლიდან ქალაქში მოქმედებს ისიქ-ქოლის სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული მუზეუმ-ნაკრძალი. ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია რამდენიმე პეტროგლიფი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება