ჩიორა თაქთაქიშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩიორა თაქთაქიშვილი (დ. 28 თებერვალი, 1981, ქუთაისი[1]) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

ჩიორა თაქთაქიშვილი
დაბადების თარიღი 28 თებერვალი, 1981 (1981-02-28) (43 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობა, საჯარო სამართალი; 2003 წელს პარიზის უნივერსიტეტი საჯარო სამართლის სპეციალობით.

2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა —გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.

2008 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2007-2008 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის კონსულტანტი სამართლის პროგრამის საკითხებში. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს განათლების სამინისტროს, მრჩეველი, დეპარტამენტის უფროსი.

ჩიორა თაქთაქიშვილი 2004 წელს იყო ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის სააგენტოს პედაგოგი. 2004 წელს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მრჩეველი. იგი 2003-2004 წლებში მუშაობდა საფრანგეთის საელჩოში ფრანგული ენის თანამშრომლობის ატაშის თანაშემწე.

სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი - სტაჟიორ-მკვლევარი (2003-2005 წლებში).

სტუდენტთა თვითთმართველობის განვითარების ასოციაცია, ფონდ ევრაზიის პროექტის იურისტი (2000-2001 წლებში).

საკონსტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე საზოგადოებრივ საკითხებში (1999-2000 წლებში).

საქართველოს პარლამენტში მოღვაწეობის დროს იყო არაერთი კომიტეტის გამორჩეული წევრი, მათ შორის:

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - კომიტეტის წევრი (2013-2016) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2012-2016 წლებში) იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2010-2012 წლებში) იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2009-2010 წლებში) განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - კომიტეტის წევრი (2008-2012 წლებში) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი - კომიტეტის წევრი (2008-2008 წლებში) იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის წევრი (2008-2009 წლებში)

ასევე ჩიორა თაქთაქიშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხების საკონსულტაციო საბჭო წევრიც იყო (2008 -2012 წლებში). მისი საპარლამენტო მოღვწეობის პერიოდში ჩიორა თაქთაქიშვილი იყო არაერთი ცნობილი საპარლამენტო ჯგუფისა და დელეგაციის აქტიური და გამორჩეული წევრი, მათ შორის აღსანიშნავია: ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრობა (2008-2009 და 2009-2012 წლებში) და ასევე ევროპის არაერთი გამორჩეული ქვეყნის პარლამენტთან მეგობრების ჯგუფის წევრიც იყო.

2020 წლის 8 თებერვალს ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა სოციალური ქსელი მეშვეობით, რომ ის ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას: „ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გამოვეთიშები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდს და დავასრულებ პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას.

წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დიდი ძალისხმევის და მსხვერპლის ფასად უპირისპირდება ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს, განსაკუთრებით კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრებს და დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტივისტებს.“ [2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება