ჩილეს პოლიტიკური სისტემა

ჩილეს პოლიტიკური სისტემა ეფუძნება საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკის მოდელს, სადაც სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია ჩილეს პრეზიდენტი. მოქმედებს მრავალპარტიული სისტემა. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლება განაწილებულია მთავრობასა და ორპალატიან ეროვნულ კონგრესს შორის. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან აბსოლუტურად განცალკევებულია სასამართლო ხელისუფლება.

ჩილეს ამჟამინდელი კონსტიტუცია მოწონებული და მიღებული იქნა 1980 წლის სექტემბრის ეროვნულ პლებისციტზე, დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტის სამხედრო ხუნტის მმართველობისას. იგი ძალაში შევიდა 1981 წლის მარტში. 1988 წელს, პინოჩეტის ძალაუფლების დამხობის შემდეგ, ჩილეში განაცხადეს, რომ უნდა შეენარჩუნებინათ 1980 წლის პლებისციტის შედეგები და კონსტიტუციაში მხოლოდ მცირედი შესწორებები შეეტანათ. 2005 წლის სექტემბერში, პრეზიდენტმა რიკარდო ლაგოსმა, ხელი მოაწერა კონგრესის მიერ კონსტიტუციაში შეტანილ რამდენიმე შესწორებას.

ჩილეს ამჟამინდელი პრეზიდენტია სებასტიან პინერა (2010 წლის მარტიდან).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება