ჩილე — სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში, უკავია გრძელი ვიწრო ზოლი წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, ატაკამას უდაბნოდან (17° ს. გ.) ფროუორდამდე (54° ს. გ.). ჩილეს ეკუთვნის ასევე ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგი (რომლის ყველაზე დიდ კუნძულს იყოფს არგენტინასთან), ხუან-ფერნანდესის არქიპელაგი, აღდგომის კუნძული და ვულკანური კუნძული სალა-ი-გომესი. ჩილე ასევე პრეტენზიას აცხადებს ანტარქტიკის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე.

ჩილეს ტოპოგრაფიული რუკა

ტერიტორია

რედაქტირება

ჩილეს ფართობია (აღდგომის კუნძულისა და ანტარქტიკის ჩილეს სექტორის გარდა) — 756 950 კმ², საიდანაც წყალია— 8150 კმ². აღდგომის კუნძულების ფართობია — 163,6 კმ², ჩილეს ანტარქტიკული სექტორისა — დაახლოებით 1,25 მლნ. კმ².

სანაპირო ზოლის სიგრძეა 6435 კმ, სახმელეთო საზღვარი უდრის — 6171 კმ (არგენტინა — 5150 კმ, ბოლივია — 861 კმ, პერუ — 160 კმ).

 
მწვერვალი ოხოს-დელ-სალადო

ჩილე მდებარეობს ანდების სამხრეთ ნაწილში. ჩილეს უმაღლესი მწვერვალია მთა ოხოს-დელ-სალადო (6880 მ). ჩილე სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. 1960 წლის 22 მაისს ჩილეში მოხდა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე 9,5 მაგნიტუდას შეადგენდა.

ბუნებრივი რესურსები

რედაქტირება

ჩილეში მდებარეობს ნიტრატების ერთ–ერთი მსხვილი საბადო მსოფლიოში. მოიპოვებენ ასევე სპილენძს, რკინის მადანს, მარგანეცს, ვერცხლისწყალს, თუთიას, ნავთობს და ნახშირს.

ჩილეს ტბების სია:

 
ჩილეს ანტარქტიკა
 

ჩილეს ტერიტორიაზე ჩრდილოეთით გავრცელებულია ტროპიკული კლიმატის ტიპი, სამხრეთით გადადის ზომიერად ოკეანურში, ხოლო ანტარქტიკულ სექტორში სუბანტარქტიკული და ანტარქტიკული ტიპებია გავრცელებული.

ჩილეს სანაპირო საკმაოდ ცივია, რაც გამოწვეულია ჰუმბოლდტის ცივი დინების გამო, რომელიც წარმოადგენს დასავლეთის ქარების დინების ტოტს, აღნიშნული დინება კლიმატზე გავლენას ახდენს გალაპაგოსის არქიპელაგზე, რომელიც თითქმის ეკვატორთან მდებარეობს.

ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს უდაბნო ატაკამა — მსოფლიოში ყველაზე უნალექო ტერიტორია, სადაც წვიმა რამდენიმე ათეულ წელიწადში ერთხელ მოდის. სამხრეთით ნალექების რაოდენობა წელიწადში 2300 მმ აღწევს (ვალდივია და კუნძული ჩილოე).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება