ვასილ ჩიგოგიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ჩიგოგიძე, ვასილ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიგოგიძე.

ვასილ ჩიგოგიძე (დ. 17 ნოემბერი, 1967, თბილისი[1]) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

ვასილ ჩიგოგიძე
საქართველოს პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 აპრილი, 2004 – 7 ივნისი, 2008

დაბადებული17 ნოემბერი, 1967 (1967-11-17) (56 წლის)
თბილისი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლედიახ
შვილები2
განათლებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1967 წლის 17 ნოემბერს. 1993 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სარკინიგზო ტრანსპორტის გადაზიდვების პროცესის მართვის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის კონიაკის ქარხანაში მუშად, აგრეთვე ღვინის მრეწველობის სარემონტო სამშენებლო სამმართველოში. 1993-1996 წლებში იყო საერთაშორისო ბიზნესის ასოციაცია „საბა-XXI-ის“ კომერციული დირექტორი. 1996-1998 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტში სატარიფო-საექსპედიციო საწარმოს უფროსის, მოგვიანებით კი - საერთაშორისო გადაზიდვების და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი. 1998-2004 წლებში იყო „საქრკინიგზაექსპედიციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (ჩოხატაურის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ახალი საქართველოსთვის“. იყო საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ წევრი.

2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატად.[2] მან ხმათა 55,76% (35 287 ხმა) მიიღო. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება