ჩიბუხა (ლათ. Gallinago) — ფრინველთა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მოიცავს მთელ მსოფლიოში გავრცელებულ 13 სახეობას. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას 2 სახეობა: ჩიბუხა და გოჭა. ჩიბუხები ბუდობენ ნესტიან ადგილებში. ნისკარტის ბოლოზე აქვთ შეხების ორგანოები. ზურგი შეფერილია მოწითურო-მურად და შავი წინწკლები აყრია, მუცლის მხარეს კი მოთეთროა. ტიხტიხის დროს მამლის კუდის ბუმბული ვიბრაციის გამო გამოსცემს დამახასიათებელ ბგერებს. ჩიბუხების რაოდენობა მცირდება ჭაობების ამოშრობის გამო. ჩიბუხა სპორტული ნადირობის ობიექტია.

ჩიბუხა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  მეჭვავიასნაირნი
გვარი:  ჩიბუხა
ლათინური სახელი
Gallinago

ლიტერატურა რედაქტირება