ჩესტერ ართური

აშშ-ის 21-ე პრეზიდენტი
(გადამისამართდა გვერდიდან ჩესტერ არტური)

ჩესტერ ალან ართური (ინგლ. Chester Alan Arthur; დ. 5 ოქტომბერი, 1829 — გ. 18 ნოემბერი, 1886) — აშშ-ის 21-ე პრეზიდენტი (1881-1885), აშშ-ის მე-20 ვიცე-პრეზიდენტი (1881), რესპუბლიკელი.

ჩესტერ ალან ართური
Chester Alan Arthur
ჩესტერ ალან ართური Chester Alan Arthur
აშშ-ის 21-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 სექტემბერი, 1881 – 4 მარტი, 1885
ვიცე-პრეზიდენტი  არავინ
წინამორბედიჯეიმზ გარფილდი
მემკვიდრეგროვერ კლივლენდი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1881 – 19 სექტემბერი, 1881
პრეზიდენტიჯეიმზ გარფილდი
წინამორბედიუილიამ უილერი
მემკვიდრეტომას ჰენდრიკსი

დაბადებული5 ოქტომბერი, 1829
ფერფილდი, ვერმონტი
გარდაცვლილი18 ნოემბერი, 1886 (57 წლის)
ნიუ-იორკი
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლეელენ ლუის ჰერდნონ ართური
პროფესიაიურისტი
ხელმოწერა

ართურმა 1848 წელს უნიონ კოლეჯი დაამთავრა, შემდგომში ასწავლიდა სკოლაში გაწევრიანდა ადვოკატთა ასოციაციაში და ქალაქ ნიუ-იორკში სამართლის პრაქტიკას გადიოდა. სამოქალაქო ომის დასაწყისში ნიუ-იორკის შტატის გენერალ-კვარტერმეისტერი იყო. პრეზიდენტობამდე ართური ნიუ-იორკის პორტის საბაჟოს დირექტორი იყო (1871-1878), ხოლო ჯეიმზ გარფილდის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

მან პრეზიდენტის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც 1881 წლის 2 ივლისს მძიმედ დაჭრილი პრეზიდენტი გარფილდი 19 სექტემბერს გარდაიცვალა. პრეზიდენტის რანგში ართური ეცადა ტარიფების დაწევას. მიუხედავად ამისა კონგრესმა დაახლოებით იმდენჯერვე გაზარდა ტარიფი, რამდენიც შეამცირა, მაგრამ ართურმა მაინც მოაწერა ხელი ტარიფის აქტს 1883 წელს. აღშფოთებული დასავლელებმა და სამხრეთელებმა დემოკრატიულ პარტიას მიმართეს, ამის შემდეგ ტარიფები ორი პოლიტიკური პარტიის უმთავრეს დავის საგანად იქცა.

ართურის ადმინისტრაციამ ემიგრაციის შესახებ პირველი ფედერალური კანონი გამოსცა. მისი პრეზიდენტობის მთავარი მიღწევა სამოქალაქო სამსახურის რეფორმა იყო. ამის გამო მას „სამოქალაქო სამსახურის მამას“ უწოდებდნენ. მან 1884 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვება ვერ შეძლო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: