ლეონიდ ჩერნოვეცკი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩერნოვეცკი, ლეონიდ)

ლეონიდ ჩერნოვეცკი (დ. 25 ნოემბერი, 1951, ხარკივი) — უკრაინელი ბიზნესმენი და ქველმოქმედი.

ლეონიდ ჩერნოვეცკი
Леонід Черновецький
ლეონიდ ჩერნოვეცკი Леонід Черновецький
ჩერნოვეცკი 2006 წელს
კიევის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 აპრილი, 2006 – 3 ივნისი, 2012

დაბადებული25 ნოემბერი, 1951 (1951-11-25) (72 წლის)
ხარკივი, უკრაინის სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაუკრაინელი
პოლიტიკური პარტიაუკრაინის ქრისტიანულ-ლიბერალური პარტია
მეუღლეალინა აივაზოვა (დაშორებული)
ელენა სავჩუკი
შვილები3
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

მერვე კლასში სკოლიდან გარიცხეს. 14 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და ხარკივის საავიაციო ქარხანაში ზეინკალ-ამწყობად დაიწყო მუშაობა. ერთი წლის მანძილზე მუშაობდა ქარხანაში, ხოლო შემდეგ ისევ სკოლაში დაბრუნდა. 1997 წლის 4 ოქტომბერს მიენიჭა უკრაინის დამსახურებული იურისტის წოდება – „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის.“ 1998 წელს შექმნა საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“. იყო კიევის მერი 2006-2012 წლებში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 2004 წელს მონაწილეობა მიიღო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში სადაც მიიღო 129 066 ხმა (0,45%). 2006 წელს გახდა კიევის მერი. 2008 წელს მერის რიგგარაშე არჩევნებში 431 500 ხმა (37,72%) მიიღო. 2012 წელს თანამდებობიდან გადადგა.

კიევის მერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, დასახლდა ქობულეთში, საქართველოში. აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება