ჩერემისების ომები
ჩერემისების ომები — ომები რუსეთის იმპერიასა და ჩერემისებს შორის.
წინარე ისტორია
რედაქტირებაყაზანის აღების შემდეგ მარეთის მხარის და რუსეთის იმპერიის იურიდიული შეერთება მოხდა. თუმცა ყაზანის სახელმწიფოს აღდგენის მცდელობები გრძელდებოდა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. მარეთის მხარის თავადები მართლმადიდებელი ეკლესიის ზეწოლის შედეგად აპროტესტებდნენ რუსეთის იმპერიისათვის დამატებითი გადასახადების გადახდას. საბოლოოდ მარიელი, უდმურტი და თათარი მოსახლეობის დიდი ნაწილი აღსდგა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ისტორიოგრაფიაში ეს ცნობილია ჩერემისების ომების სახელით.
ჩერემისების პირველი ომი (1552-1557)
რედაქტირება1552-1557 წლებში მოხდა მარიელების ხალხის აჯანყება რუსეთის სამეფოსთან შეერთებისა და მოსკოვის საპასუხო ექსპედიციის წინააღმდეგ.
ომში, რომელშიც დაიღუპა 10 000-მდე მარიელი და განადგურდა ასობით სოფელი, უარყოფითი გავლენა იქონია მარიული ეთნოსის განვითარებასა და ერთიანობაზე. რუსეთის სამეფომ, პრაქტიკულად დაასრულა ყაზანის სახანოს შეერთება.
ჩერემისების მეორე ომი (1571-1574)
რედაქტირებააჯანყება დაიწყო 1571 წელს, მას შემდეგ რაც მოსკოვს თავს დაესხა და გადაწვა ყირიმის ხანმა დევლეთ I გირაიმ. აჯანყების მომზადებაში მონაწილეობდა მარიელების მთავარი, მარიელების ეროვნულ-განმათვაისუფლებელი მოძრაობის ლიდერი კაჩაკი. აჯანყება ატარებდა ანტიფეოდალურ და ეროვნულ-განმათავისუფლებელ ხასიათს. ამბოხებულებმა გათვალეს, რომ ყირიმის ხანი დაეხმარებოდა მათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსების ჯარმა ყირიმელები სასტიკად დაამარცხეს, დახმარება შეუძლებელი გახდა. აჯანყებულებზე დიდ გავლენას ახდენდნენ ადგილობრივი რელიგიის მსახურები.
ჩერემისების მესამე ომი (1581-1585)
რედაქტირებამეფის ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო მარიელი ხალხის შეიარაღებული აჯანყება დაიწყო 1581 წელს. მარიელებთან ერთად აჯანყებაში მონაწილეობდნენ ვოლგისპირეთის რეგიონის ხალხები: ჩუვაშები, მორდვები, თათრები.
აჯანყების ჩასახშობად გააგზავნეს ძალები ივან მსტისლავსკის მეთაურობით[1]. განხირციელდა სადამსჯელო ოპერაციები, ასევე აშენდა ახალი ციხესიმაგრეები: კოზმოდემიანსკი, ცარევოკოქშაისკი, ცარევოსანჩურსკი. 1584 წელს შედგა უკანასკნელი ზამთრის ლაშქრობა. 1585 წელს ბორის გოდუნოვმა დაარწმუნა აჯანყებულები, რომ მეფე დაივიწყებდა მათ შეცდომებს და შეიწყალებდა მათ თუკი გულწრფელად მოინანიებდნენ. აჯანყება ჩაახშეს არა ძალით, არამედ დაპირებებით და საჩუქრებით. მარიელებმა ერთგულების ფიცი დაუდეს მეფეს[2].
ლიტერატურა
რედაქტირება- Марийский край в 13—16 вв. Вхождение в состав Российского государства // Энциклопедия Республики Марий Эл / Гл. редкол.: М. З. Васютин, Л. А. Гаранин и др.; Отв. лит. ред. Н. И. Сараева; Мар. НИИ яз., лит. и истории им. В. М. Васильева. — М.: Галерия, 2009. — С. 86—87. — 870 с. — 3505 экз. — ISBN 978-5-94950-049-1.
- А. Г. Бахтин. Марийский край в XIII—XVI веках: очерки по истории: монография. — Йошкар-Ола, 2012. — С. 321—554. — 660 с. — 1000 экз. — ISBN 978-5-94808-678-1.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Черемисские (Марийские) войны в отечественной и зарубежной историографии.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-06. ციტირების თარიღი: 2016-12-05.
- ↑ Н. М. Карамзин. История государства Российского. Том 10. Глава 1. Царствование Феодора Иоанновича. Г. 1584—1587.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-07. ციტირების თარიღი: 2016-12-05.