ჩეგრავა
ჩეგრავა[1] (ლათ. Hydroprogne caspia) — ფრინველი თოლიასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 56 სანტიმეტრამდეა, მასა 780 გრამამდე, ფრთების შლილი 145 სანტიმეტრამდე. ზურგისა და ფრთების ზედა მხარე ღია ვეჟანია, თავზე შავი „ქუდი“ აქვს მოკლე ქოჩრით, დანარჩენი შებუმბვლა თეთრია. ნისკარტი ძლიერი, ფერად ღია წითელია, ბოლოვდება ღია წვერით. ფეხები მუქია. კუდი მცირედაა ამოკვეთილი. ძახილი ხმამაღალი და მკვეთრი აქვს, ჭარბობს დაბალი ჩხავილისა და ღრჭენის ხმები. მოიპოვებს 30 სანტიმეტრამდე სიგრძის თევზებს წყალში პიკირებით. ზოგჯერ ნადავლის მოსაპოვებლად საბუდრიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით შორს მიფრინავს. გავრცელებულია ყველა კონტინენტის (სამხრეთ ამერიკისა და ანტარქტიდის გარდა) ზომიერ და ტროპიკულ ზონებში, ევრაზიაში — ძირითადად ბალტიისპირეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და არიდული ზონების წყალსატევებზე (აღმოსავლეთით იმიერბაიკალეთამდე), აგრეთვე ჩინეთის ზღვების სანაპიროებზე. იზამთრებს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ბუდობს მჭიდრო კოლონიებად (ჩვეულებრივ ასეულობით წყვილი) თავთხელი წყალსატევების (ზღვის ლიმანები, სტეპის ტბები, მდინარეთა დელტები) სანაპიროებსა და კუნძულებზე. დებს 2 კვერცხს. მსოფლიოში მოითვლება დაახლოებით 50 ათასი წყვილი.
ჩეგრავა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Hydroprogne caspia (Pallas, 1770) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22694524 | |||||||||||||||
გავრცელების არეალი | |||||||||||||||
გამრავლება მიგრაცია მთელი წლის განმავლობაში გამოზამთრება | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Коблик Е. А. ЧЕГРАВА // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 424.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 92, 169, 232.