ილარიონ ჩავლეიშვილი
(გადამისამართდა გვერდიდან ჩავლეიშვილი, ილარიონ)
ილარიონ ჩავლეიშვილი (დ. 1857, ოქროსქედი — გ. 1938) — ქართველი სახალხო მომღერალი. გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.
ილარიონ ჩავლეიშვილი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ილარიონ გიორგის ძე ჩავლეიშვილი |
დაბ. თარიღი | 1857 |
დაბ. ადგილი | ოქროსქედი |
წარმოშობა | გურია |
გარდ. თარიღი | 1938 |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკლორი |
საქმიანობა | მომღერალი, |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბიძაშვილთან, სამუელ ჩავლეიშვილთან ერთად შეისწავლა სიმღერა ჯერ თავად მაქსიმეიშვილთან, შემდეგ დათა გუგუნავასთან. იყო ბანის უბადლო შემსრულებელი. ასწავლიდა იმერეთში, სკოლაში და ჰყავდა სასიმღერო გუნდი. მღეროდა მესამე ხმას. მისგან გადაიღო ბანი ვარლამ სიმონიშვილმა. იყო მწიგნობარი, მელექსე და პოეზიის კარგი მცოდნე. ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“ და „თამარიანი“. კარგად წერდა და მაშინდელ პრესაში წერილებს აქვეყნებდა ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. ცოლ-შვილი არ ჰყოლია. გარდაიცვალა 1938 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ერქომაიშვილი ა., „ბაბუა“, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1980. — გვ. 85-87.
- შილაკაძე ვ., „ ხალხური მუსიკის მოამაგენი“, თბილისი: ხელოვნება, 1961.