აპოლონ ჩავლეიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩავლეიშვილი, აპოლონ)

აპოლონ ჩავლეიშვილი (დ. 1906, ბოხვაური — გ. 2 იანვარი, 1987, იქვე) — ქართველი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი.მოღვაწე.

აპოლონ ჩავლეიშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1906
დაბ. ადგილი ბოხვაური
წარმოშობა გურია
გარდ. თარიღი 2 იანვარი, 1986
გარდ. ადგილი ბოხვაური
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი, ლოტბარი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჩავლეიშვილის პაპა და მამა ეკლესიის მსახურები იყვნენ, პაპა გალობდა კიდეც. ჩავლეიშვილმა სიმღერა საკმაოდ გვიან, ჩვიდმეტი წლის ასაკში დაიწყო. თავის მასწავლებლებად თვლიდა ერმალო მოლარიშვილს, ეპისტოლე კეჭაყმაძეს, ვარლამ სიმონიშვილსა და სამუელ ჩავლეიშვილს. ხალხური სიმღერის შესწავლაში დიდი და სერიოზული გამოცდილება მას ვარლამ სიმონიშვილის გუნდში სიმღერამ შესძინა. 1963 წლიდან კი აპოლონ ჩავლეიშვილი სიმღერას ანსამბლ „დილაში“ აგრძელებს. დამოუკიდებელი სალოტბარო მოღვაწეობა 22 წლის ასაკში დაიწყო. გუნდები ჰყავდა კოლმეურნეობებში, სკოლებში, მასწავლებელთა სახლში, რკინიგზის სადგურში. როდესაც ანსამბლი „დილა“ დაშლის პირას მივიდა აპოლონ ჩავლეიშვილმა მახარაძის რაიონული კულტურის სახლის ვეტერან მომღერალთა გუნდი დააარსა. სიცოცხლის ბოლო პერიოდში შექმნა ნორჩ მომღერალთა ანსამბლი „ჩავლეიშვილების გუნდი“ მუშაობა, რომელშიც გაერთიანებული ჰყავდა თავისი ძმებისა და ბიძაშვილების შვილიშვილები. გარდაიცვალა 1986 წლის 2 იანვარს. დაკრძალულია თავის სოფელ ბოხვაურში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება