ჩავინ-დე-უანტარი (ესპ. Chavín de Huántar) — არქეოლოგიური ნაქალაქარი პერუში, მდებარეობს ზღვის დონიდან 3200 მეტრზე ანდებში, ანკაშის რეგიონში, ლიმიდან 250 კმ-ზე სამხრეთით. მიეკუთვნება ჩავინის კულტურას, რომელიც აკონტროლებდა სავაჭრო გზებს დასავლეთში წყნარ ოკეანემდე და აღმოსავლეთით ამაზონამდე.

ჩავინ-დე–უანტარი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა პერუს დროშა პერუ
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
სია [1]
რეგიონი** ამერიკა და კარიბები
კოორდინატები 9°35′33″ ს. გ. 77°10′42″ დ. გ. / 9.59250° ს. გ. 77.17833° დ. გ. / -9.59250; -77.17833
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 330
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ნაქალაქარის ორ ძირითად შენობას წარმოადგენს ძველი და ახალი ტაძრები. ძველი ტაძარი აგებულია ლათინური ასო U-ს ფორმით. მის შიგნით მდებარეობს ცენტრალური ეზო, რომლის შიგნით ქვის ობელისკები და მონუმენტებია. ტაძრის შიგნით დერეფნების ლაბირინთი, ოთახები და წყალსადენის მოწყობილობებია. ახალი ტაძარი აგებულია ძვ. წ. 500-200 წწ.

როგორც არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ ჩავინის კულტურას განუცდია პუკარასა და პარაკასის კულტურების გავლენა.

1985 წელს ჩავინ-დე-უანტარი შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

ტაძარი ჩავინ-დე-უანტარში

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 330
ინგლ.რუს.ფრ.