ჩაგა (ლათ. Inonotus obliquus) — ბაზიდიუმიანი სოკო ინონოტუსის გვარისა.

ჩაგა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ჰიმენოქეტასნაირნი
ოჯახი:  ჰიმენოქეტასებრნი
გვარი:  ინონოტუსი
სახეობა:  ჩაგა
ლათინური სახელი
Inonotus obliquus (Ach. ex Pers.) Pilát (1942)

ხალხურ მედიცინაში ჩაგას ექსტრაქტი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა და სიმსივნის წინააღმდეგ სამკურნალოდ (თუმცა დამადასტურებელი ფაქტი მისი სამკურნალო თვისებების შესახებ არ არსებობს).

აღწერა რედაქტირება

ჩაგა წარმოიშობა პარაზიტი სოკო Inonotus obliquus-ის მიერ ხის დაინფიცირების შემდეგ. სპორები აღმოცენდება მხოლოდ მაშინ, თუ კი მოხვდება დაზიანებული ხის ქერქში.

ნაყოფსხეული ძირითადად წარმოიშობა ხნიერ ცოცხალ არყის ხეზე (იშვიათად მურყანზე, ცირცელზე, თელაზე, ასევე ნეკერჩხალზე) ამობურცული ამონაზარდის სახით. მისი გახევებული სხეულის ზედაპირი უსწორმასწოროდაა დახეთქილი, შავი ფერისაა, ადგილ-ადგილ მუქ-მურა ფერი დასდევს. გაჭრისას შიგნიდან მურაა, მოთეთრო ჩანთებით.

სოკოს ნაყოფსხეული ვითარდება ხის გახმობის შემდეგ ამობურცული სხეულის მოპირდაპირე მხარეს; ბრტყელია, ჯერ ღია მურაა, შემდეგ კი მუქ ფერს იღებს. მრავალწლოვანია.

გავრცელება რედაქტირება

ჩაგა ძირითადად გავრცელებულია რუსეთის არყის ტყეებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე კორეასა და აშშ-ის ჩრდილოეთ ნაწილში და აპალაჩების მთებში.

სამეცნიერო სინონიმები რედაქტირება

  • Boletus obliquus Ach. ex Pers. (1801)
  • Polyporus obliquus (Ach. ex Pers.) Fr. (1821)
  • Physisporus obliquus (Ach. ex Pers.) Chevall. (1826)
  • Poria obliqua (Ach. ex Pers.) P.Karst. (1881)
  • Fomes obliquus (Ach. ex Pers.) Cooke (1885)
  • Phaeoporus obliquus (Ach. ex Pers.) J.Schröt. (1888)
  • Mucronoporus obliqua (Ach. ex Pers.) Ellis & Everh. (1889)
  • Scindalma obliquum (Ach. ex Pers.) Kuntze (1898)
  • Phellinus obliquus (Ach. ex Pers.) Pat. (1900)
  • Xanthochrous obliquus (Ach. ex Pers.) Bourdot & Galzin (1928)
  • Fuscoporia obliqua (Ach. ex Pers.) Aoshima (1951)[1]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Inonotus obliquus (Ach. ex Pers.) Pilát 1942. MycoBank. International Mycological Association. ციტირების თარიღი: 2011-10-11.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩაგა&oldid=4521205“-დან