ჩაბანოს ღვთისმშობლის ეკლესია

ჩაბანოს ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაბანოს აღმოსავლეთით, საგამის მარცხენა ნაპირზე, ტყიანი მთის თხემზე. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. დარბაზულია (5,2x3,4 მეტრი). ნაგებია ნატეხი ქვით. დანგრეულია. შემორჩენილია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ქვედა ნაწილები. შედარებით უკეთაა შემონახული საკურთხევლის ღრმა აფსიდი, რომლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. შესასვლელი დასავლეთ კედელში ყოფილა. ეკლესიის აღმოსავლეთით, 6 მეტრზე, კოშკის ნანგრევებია.

ლიტერატურა

რედაქტირება