ხიხათის უღელტეხილი

უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთისა და იმერეთის მხარეებში
(გადამისამართდა გვერდიდან შქმერის უღელტეხილი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიხათა (მრავალმნიშვნელოვანი).

ხიხათის უღელტეხილი, შქმერის უღელტეხილიუღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთისა და იმერეთის მხარეებში, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2030 მ. აგებულია ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და გლაუკონიტიანი ქვიშაქვებით. დამახასიათებელია სუბალპური ლანდშაფტი. აკავშირებს მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის — ჯრუჭულისა და რიონის მარცხენა შენაკადის — ხეორის ხეობებს.

ხიხათის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°27′07″ ჩ. გ. 43°23′23″ ა. გ. / 42.45194° ჩ. გ. 43.38972° ა. გ. / 42.45194; 43.38972
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
საჩხერის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2030 
ქედი რაჭის ქედი
აკავშირებს ჯრუჭულისა და ხეორის ხეობებს
ამგებელი ქანები კირქვა, მერგელი და გლაუკონიტიანი ქვიშაქვა
ლანდშაფტი სუბალპური
ხიხათის უღელტეხილი — საქართველო
ხიხათის უღელტეხილი
ხიხათის უღელტეხილი — იმერეთის მხარე
ხიხათის უღელტეხილი

ლიტერატურა

რედაქტირება