შუუბია — კულტურულ-პოლიტიკური მოძრაობა არაბთა სახალიფოში. ჩაისახა VIII საუკუნეში არაარაბ ხალხებს შორის. ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ არაბებს, რომლებიც ცდილობდნენ ისლამის ქვეყნებში კულტურული ცხოვრების სადავეების ხელში ჩაგდებას. ყველაზე უფრო აქტიური იყო შუუბიას ირანული მოძრაობა. მისი მთავარი მოღვაწეები იყვნენ მწერალი იბნ ალ-მუკაფა, ისტორიკოსი ჰამზა ალ-ისფაჰანი და მეცნიერ-ენციკლოპედისტი ალ-ბირუნი. შუუბიას მოძრაობა დაკავშირებული იყო არაბების პოლიტიკური ბატონობის წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციასთან, რელიგიურ მიმდინარეობებთან შიიტებთან, ხარიჯიტებთან. შუუბია მიისწრაფოდა აღედგინა ადგილობრივი ლიტერატურული ენები, კერძოდ ფარსი.

ლიტერატურა რედაქტირება