შუბნურის წმინდა გიორგის ჯვარი

შუბნურის წმინდა გიორგის ჯვარი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისოფელში. სალოცავში შედის სალუდე, დარბაზი და საზარე. სალუდე ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობაა. კარი და სარკმელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში გამართულია ლუდის მოსახარში ღუმელი. აღმოსავლეთ კედლის მთელ სიგრძეზე სიპი ქვის სკამია მოწყობილი. ამავე კედელში ორი თაროა. საქვაბის შუაში მოთავსებულია თუნუქის ღუმელი, რომლის მილი აყვანილია ჭერამდე, სადაც ოთხკუთხა ხვრელია გაჭრილი. სალუდეს მოტკეპნილი მიწის იატაკი აქვს. სახურავი ორფერდაა. დარბაზი სალუდის უკანაა. იგი რიყის ნატეხი ქვის მშრალი წყობით ნაშენი. გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხა ნაგებობაა. შედგება ორი სათავსისგან. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. გრძივი კედლების მთელ სიგრძეზე ქვის სკამები ამოწყობილი. აღმოსავლეთ კედელში სამი თახჩაა, დასავლეთისაში - ერთი. ჩრდილოეთ კედლეში გაჭრილი კარი გადის საკოდეში პატარა, ბნელ სათავსში. შენობა გადახურულია ორფერდა სახურავით. საზარე დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით დგას. წარმოადგენს რიყის ქვით ნაგებ სამ სვეტს. გადახურულია საფეხუროვანი სახურავით.

ლიტერატურა რედაქტირება