შპიტალ-ან-დერ-დრაუ
შპიტალ-ან-დერ-დრაუ (გერმ. Spittal an der Drau) — ქალაქი ავსტრიაში, კარინტიის ფედერალურ მხარეში, მხარის მეორე უმსხვილესი რაიონის — შპიტალ-ან-დერ-დრაუს ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია ქალაქ ლურნფელდსა და მდინარე დრავის ქვემო ველს შორის. ქალაქის სტატუსი ფორმალურად 1930 წელს მიიღო.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
შპიტალ-ან-დერ-დრაუ | |||
| |||
ქვეყანა | ავსტრია | ||
ფედერალური მიწა | კარინტია | ||
კოორდინატები | 46°47′30″ ჩ. გ. 13°29′45″ ა. გ. / 46.79167° ჩ. გ. 13.49583° ა. გ. | ||
ფართობი | 48.52 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 560 მეტრი | ||
მოსახლეობა | 15 413 (1 იანვარი, 2018)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
საფოსტო ინდექსი | 9800[2] | ||
საავტომობილო კოდი | SP | ||
ოფიციალური საიტი | http://www.spittal-drau.at | ||
ქალაქის ისტორიული ცენტრი აღმოცენებულია პატარა მდინარე ლეისერის ნაპირებზე, რომელიც შპიტალის სამხრეთით დრავას ერთვის.
ისტორია
რედაქტირებადასახლება პირველად მოხსენიებულია 1191 წელს. 1418 წელს შპიტალი მემკვიდრეობით ერგო გრაფ ჰერმან II კელიეს. 1524 წელს, ქალაქი იმპერატორმა ფერდინადნდ I-მა მასთან დაახლოებულ ესპანელს, გაბრიელ სალამანკას გადასცა, რომელმაც შპიტალში ავსტრიის ერთ-ერთი ულამაზესი სასახლეები ააგო რენესანსის სტილში.
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Museum für Volkskultur დაარქივებული 2012-03-02 საიტზე Wayback Machine.
- Stadtarchiv Spittal
- Stadtgemeinde Spittal
- Spittal Online დაარქივებული 2012-08-20 საიტზე Wayback Machine.