შოჰრე აგდაშლუ

(გადამისამართდა გვერდიდან შოხრე აგდაშლუ)

შოჰრე აგდაშლუ (ინგლ. Shohreh Aghdashloo; სპარს. شهره آغداشلو ; დ. 11 მაისი 1952, თეირანი, ირანი) — ამერიკელი კინომსახიობი. წარმოშობით ირანელი. 2004 წელს იგი ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის ფილმში „სახლი ქვიშისა და ბურუსისგან“. 2009 წელს მიიღო ემის პრემია შესრულებული როლისთვის სერიალში „სადამის სახლი“.

შოჰრე აგდაშლუ

შოჰრე აგდაშლუ 2017 წელს
დაბადების სახელი პარი ვეზირი-ტაბარი
დაბადების თარიღი 11 მაისი 1952
თეირანი, ირანი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1976–დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

შოჰრე პარი ვეზირი-ტაბარი დაიბადა ირანის დედაქალაქ თეირანში. დაქორწინების შემდეგ შეიცვალა გვარი აგდაშლუზე. შოჰრე აგდაშლუმ მსახიობობა 18 წლის ასაკიდან დაიწყო. თეატრში ასრულებდა მრავალრიცხოვან მთავარ როლებს. შემდეგ მიიწვის კინოში. პირველი როლი კინოში მიიღო 1977 წელს. 1979 წელს განვითარებული რევოლუციის შემდეგ მან დატოვა ირანი და საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. იქვე დასრულა განათლების მიღება.

აშშ-ში მისი კინოდებიუტი 1989 წელს შედგა. ამავე პერიოდიდან იწყება მისი ტელევიზიაში გამოჩენა. მრავალი წლის მანძილზე იგი მაყურებლისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა. 1990 წლებში უმეტესად მცირე როლებს იღებდა.

2003 წლიდან კარდინალურად შეიცვალა მისი კინოკარიერა. ამ პერიოდიდან იგი ცნობილი მსახიობი ხდება. 2003 წელს აგდაშლუმ მიიღო თავისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი ფილმში „სახლი ქვიშისა და ბურუსისგან“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ბენ კინგსლიმ და ჯენიფერ კონელიმ. როგორც მსახიობი შოჰრე აგდაშლუ აღიარებულ იქნა კინოკრიტიკოსებისა და მაყურებელთა მხრიდან. ამ როლისთვის არაერთი ჯილდო მოიგო და ოსკარზეც კი იყო ნომინირებული. შემდეგ ითამაშა სერიალში „24 საათი“. სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღო ფილმებში: „ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან“, „იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა“, „ამერიკული ოცნება“, „ქვებით ჩაქოლვა“ და სხვა.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
1976 ცუდი შატრანჯე Shatranje bad
1977 რეპორტაჟი Gozaresh
1978 Sooteh-Delan Sooteh-Delan
1989 სასტუმრო ასტორიას სტუმრები Guests of Hotel Astoria
1991 რაჰა Raha
1993 ოცი დოლარი Twenty Bucks
2000 სამოთხის გადარჩენა Surviving Paradise
2002 მარიამი Maryam
2002 შეპყრობილი Possessed
2003 სახლი ქვიშისა და ბურუსისგან House of Sand and Fog
2005 ეშმაკის განდევნა ემილი როუზისგან The Exorcism of Emily Rose
2006 ამერიკული ოცნება American Dreamz
2006 იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა X-Men: The Last Stand
2006 სახლი ტბასთან The Lake House
2006 ღვთიური შობა The Nativity Story
2008 თილისმა ჯინსები 2 The Sisterhood of the Traveling Pants 2
2008 ქვებით ჩაქოლვა The Stoning of Soraya M.
2009 შიგნიდან In Northwood
2010 Lonesdale Lonesdale

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება