შოთა მირიანაშვილი

შოთა მირიანაშვილი (დ. 2 ივლისი, 1936, სოფელი ახალსოფელი, ყვარლის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ალპინისტი. საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი.

იყო სსრკ-ის ჩემპიონი ტრავერსების კლასში (1976, საღრანის დიდი ნალი), სამგზის მეორე (1960, 1975, 1977) და სამგზის მესამე (1965, 1969, 1973) პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში. 1960-70-იან წლებში საქართველოს მთამსვლელთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი. განხორციელებული აქვს მრავალი ასვლა, მათ შორის პირველასვლები როგორც კავკასიონზე ასევე პამირის და ტიან-შანის მთიანეთში. მინიჭებული აქვს საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდებები. თსუ-ის გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის პრეზიდენტი (1956 წლიდან), საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი (2000 წლიდან), ხელმძღვანელობდა ასზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას.

შოთა მირიანაშვილი არის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ასევე არის თსუ-ს ნახევარგამტართა ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება