შმაგი სოფრომაძე
შმაგი სოფრომაძე (დ. 5 ივნისი, 1983, ძევრი, თერჯოლა — გ. აგვისტო, 2008) — ქართველი სამხედრო პირი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაშმაგი სოფრომაძე დაიბადა 1983 წლის 5 ივნისს, სოფელ ძევრში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში. ის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. ტყვედ ჩავარდა როცა დაჭრილი თანამებრძოლები გამოჰყავდა, როდესაც მან უარი თქვა საქართველოს დროშაზე ფეხის დადგმაზე, ის დახვრიტეს. 2018 წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიანიჭა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.41-42, თბილისის საკრებულო