შიჰანის მონასტერი

შიჰანის მონასტერი — ქართული მონასტერი იორდანიაში. სავარაუდოდ შიჰანის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის მეტოქი იყო.

მონასტერი დაუარსებია XI საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწეს გაბრიელ ტფილელს. დაახლოებით 1065 წლისათვის შიჰანის მონასტერი უკვე მოქმედებს; ამ დროისათვის ახლადაგებულ შეჰანში გადაიწერა ქართული ხელნაწერი, რომელიც ამჟამად იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკაშია დაცული.

გაბრიელ ტფილელის მიერ დაარსებულ მონასტერს დიდხანს არ უარსებია. XII საუკუნის შუა წლებში შიჰანის მონასტერი ჯერ კიდევ მოქმედი იყო და იქ მოღვაწეობდნენ გაბრიელ ტფილელის შვილიშვილები: იოსებ და იოვანე. XIII საუკუნეში შიჰანის მონასტერი უკვე აღარ არსებობს. მისი ხელნაწერები კი ამ დროისათვის უკვე იერუსალიმის ჯვრის მონასტერშია გადატანილი.

შიჰანის მონასტერი აღმოაჩინა საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, გენერალ-მაიორმა ანზორ მაისურაძემ, რომელიც ამ პერიოდისათვის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლად იყო მივლინებული იორდანიაში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება