შირვანშაჰების მონეტა
შირვანშაჰების მონეტა — XII-XIII საუკუნეების შირვანის მფლობელი ქესრანიდების სპილენძის მონეტები, რომლებიც გავრცელებული იყო საქართველოში. ნაპოვნია XII-XIII საუკუნეების სპილენძის ქართული ფულის განძებში (ნიჩბისი, ჟინვალი) მეფე გიორგი III-ის, თამარის, გიორგი IV ლაშას მონეტებთან ერთად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯალაღანია ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 8.