შინდისის ნათლისმცემლის ეკლესია

შინდისის ნათლისმცემლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ჩრდილოეთით, ერთი კილომეტრის მოშორებით, თარიღდება X-XI საუკუნეებით.

ნათლისმცემლის ეკლესიის ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან
ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

ეკლესია დარბაზულია (10,5 X 6 მ), ნაგებია რიყის ქვით, სვეტებზე, თაღებზე, სამხრეთის კარის წირთხლზე და აღმოსავლეთის ფასადის სარკმელზე გამოყენებულია თლილი მოწითალო ქვა. ეკლესიას შესასვლელი სამი მხრიდან აქვს: სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და სამი ნიშია. ნიშებს ქვის თაღები აქვს. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, დასავლეთისაში - ერთი. ჩრდილოეთ კედელში, იატაკიდან 1,5 მეტრის სიმაღლეზე, პატარა სარკმელი და კარია, რომელიც ჩრდილოეთ მინაშენში გადის. დარბაზის გრძივ კედლებზე ორსაფეხურიანი პილასტრებია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. გრძივ კედლებზე გადადის ორ-ორი დეკორატიული თაღი. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე, ქვაზე, რელიეფური ჯვარია გამოსახული. ეკლესიის სახურავი ორფერდაა. ჩრდილოეთით მიშენებული ნაგებობების სიგანე ერთი მეტრია. მის აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ კედლებში თითო სარკმელია. გადახურვა ცილინდრულია.

ლიტერატურა

რედაქტირება