შინდისის კვირაცხოვლის ეკლესია

შინდისის კვირაცხოვლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ჩრდილოეთით, სოფლიდან დაახლოებით რვაასი მეტრის მოშორებით, სასაფლაოზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით.

კვირაცხოვლის ეკლესია (ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან)

ეკლესია დარბაზულია (8,96 X 5,4 მ), ნაგებია რიყის ქვით, გარედან მოპირკეთებულია მოწითალო ქვის კვადრატებით. შესასვლელები აქვს სამხრეთით და დასავლეთით. ნახევარწრიული აფსიდში ერთი სარკმელი და ორი პატარა ნიშია. აფსიდის კედლიდან ნახევარი მეტრის დაშორებით დგას მონოლითური ქვის სატრაპეზო. სამხრეთით ორი სარკმელია, დასავლეთით - ერთი. დარბაზის გრძივ კედლებზე პილასტერებია, რომლებსაც ეყრდნობა ნატეხი ქვისაგან შედგენილი ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. გრძივ კედლებზე ორ-ორი დეკორატიული თაღი გადადის. აღმოსავლეთის და დასავლეთ ფასადის სარკმლებს თლილი ქვის ბრტყელპროფილიანი დეკორატიული თავსართი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება