შილდის მეორე კოშკი

შილდის მეორე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ბუშელაშვილების უბანში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. კოშკი გეგმით თითქმის კვადრატულია (6,9 x 6,3 მეტრი). ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. შემორჩენილია ორი სართული. პირველი სართული ამოვსებულია ნანგრევებითა და მიწით. შესასვლელი მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელშია. სართულის კედლებში ექვსი თაღოვანი ნიშა და ცხრა სათოფურია მოწყობილი. სამხრეთ კედლის შუაში აგურით ნაგები, გეგმით ნახევარწრიული, შეისრულთაღოვანი ბუხარია.კოშკს ხის სართულშუა გადახურვა ჰქონია.

ლიტერატურა

რედაქტირება