შექსპირი და კომპანია

შექსპირი და კომპანია — პარიზის ინგლისურენოვანი ლიტერატურის ორი დამოუკიდებელი მაღაზიის სახელწოდება[1].

წიგნის მაღაზია „შექსპირი და კომპანია“ პარიზის „ლათინურ უბანში“

პირველი მაღაზია გასხნა სილვია ბიჩმა 1919 წლის 17 ნოემბერს რიუ დიუპუიტრენის 8-ში. 1922 წელს ის განლაგდა პარიზის VI ოლქში, რიუ დე ლ'ოდეონის 12-ში. 1920-იან წლებში აქ იკრიბებოდნენ „დაკარგული თაობის“ მწერლები ეზრა პაუნდი, ერნესტ ჰემინგუეი, ჯეიმზ ჯოისი, ფორდ მედოქს ფორდი და სხვები. მაღაზია დაიხურა 1941 წელს პარიზის გერმანული ოკუპაციის დროს. ის აღწერილია ჰემინგუეის ნაწარმოებში „დღესასწაული რომელიც მუდამ შენთანაა“.

მეორე მაღაზია მდებარეობს პარიზის V ოლქში (რიუ დე ბიუშრის 37). ის დაარსდა 1951 წელს ჯორჯ უითმენის მიერ და თავდაპირველად ერქვა „მისტრალი“. დღევანდელი სახელი მაღაზიას დაერქვა 1964 წელს სილვია ბიჩის მაღაზიის პატივსაცემად. შენობის მეორე სართულზე განთავსებულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა მწერლებს შეუძლიიათ უფასოდ იმუშავონ და იცხოვრონ. 1950-იან წლებში „შექსპირი და კომპანია“ გამოჩენილი მწერლების, ალან გინსბერგის, უილიამ ბოროუზის, პოეტ ლორენს ფერლინგეტის,და სხვათა შეკრების ცენტრად იქცა. აქ გადაღებულია ვუდი ალენის ფილმის „შუაღამე პარიზში“ რამდენიმე სცენა. „შექსპირი და კომპანია“ არის პარიზის მნიშვნელოვანი კულტურული და ტურისტული ღირსშესანიშნაობა. აქ ტარდება ყოველწლიური ლიტერატურული ფესტივალი[2]. 2006 წელს ჯორჯ იუთმენი საფრანგეთის "ხელოვნების და ლიტერატურის ორდენით“ დაჯილდოვდა, ის გარდაიცვალა 2011 წლის 14 დეკემბერს 98 წლის ასაკში. დღეს მაღაზიას მართავს მისი ქალიშვილი სილვია ბიჩ უითმენი[1].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება