ლევან შენგელია
ლევან შენგელია (დ. 27 ოქტომბერი, 1995, სამტრედია) — ქართველი ფეხბურთელი, ბერძნული „ოფისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა გარემარბი და შემტევი ნახევარმცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ლევან შენგელია | ||
დაბადების თარიღი | 27 ოქტომბერი, 1995 | ||
დაბადების ადგილი | სამტრედია, საქართველო | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
მარჯვენა გარემარბი შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ოფი | ||
ნომერი | 27 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2013–2014 | დილა-2 გორი | 14 | (30) |
2014–2015 | დილა გორი | 3 | (0) |
2015 | ტორპედო ქუთაისი | 1 | (0) |
2015 | კოლხეთი-1913 ფოთი | 11 | (4) |
2015–2018 | ტუბიზი | 40 | (3) |
2017– | → ტეჯონ სიტიზენი | 3 | (5) |
2018–2019 | დინამო თბილისი | 50 | (25) |
2019–2021 | ქონიასპორი | 59 | (7) |
2021–2022 | ლუვენი | 25 | (3) |
2022–2024 | პანეტოლიკოსი | 51 | (5) |
2024– | ოფი | 7 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2013–2014 | საქართველო 19-წლ. | 4 | (0) |
2015–2016 | საქართველო 21-წლ. | 4 | (1) |
2019– | საქართველო | 19 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 ოქტომბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი, 2024 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაპროფესიონალური კარიერა 2013 წელს გორის „დილას“ მეორე გუნდში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 31 აგვისტოს ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის სტუ და გორის „დილა“ 2 დაუპირისპირდნენ, სპორტ-კომპლექს „შატილის“ მოედანზე გაიმართა და ფრედ 2–2 დამთავრდა.[1]
თავისი პირველი გოლი იმავე წლის 12 სექტემბერს ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრაში გაიტანა. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“ 2 დაუპირისპირდნენ, „ჩელე არენაზე“ გაიმართა და ბათუმელთა გამარჯვებით 3–1 დამთავრდა.[2]
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება2013 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2019 წლის 7 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა, როდესაც მატჩის 73-ე წუთზე გიორგი ქვილითაია შეცვალა.[3][4]
თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, კვიპროსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში, 2023 წლის 15 ოქტომბერს გაიტანა. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4–0 დამთავრდა.
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირება- განახლდა: 11 ოქტომბერი, 2024
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2019 | 4 | 0 |
2020 | 3 | 0 | |
2021 | 3 | 0 | |
2022 | 1 | 0 | |
2023 | 3 | 1 | |
2024 | 5 | 0 | |
ჯამში | 19 | 1 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაჯილდოები
რედაქტირება- ღირსების ორდენი: 2024[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ STU 2–2 Dila II / Erovnuli Liga 2. soccerway
- ↑ Dinamo Batumi 3–1 Dila II / Erovnuli Liga 2. soccerway
- ↑ Georgia 3–0 Republic of Ireland / European Championship Qualifying. soccerway
- ↑ Republic of Ireland held by Georgia in drab draw
- ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ