შენგავითის დასახლება

შენგავითის დასახლება (სომხ. Շենգավիթ հնավայր) — არქეოლოგიური ადგილი დღევანდელ სომხეთში, ერევანში. მდებარეობს ერევნის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ გორაკზე. იგი დასახლებული იყო უძველესი პერიოდიდან ძვ.წ. დაახლოებით 3000 -დან დაწყებული ჩვ.წ.აღ. 2500 წ.წ. - მდე ადრეულ ბრინჯაოს ხანის პერიოდში და შუა ბრინჯაოს ხანაში, 2200 წლამდე. ქალაქი იკავებდა საერათო ჯამში ექვს ჰექტარ ფართობს. როგორც ჩანს, შენგავითი იყო სოციალური ცენტრი ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებისთვის, მისი უჩვეულო ზომების და მარცვლეულის ჭარბი წარმოებისა და მეტალურგიის გამო. ქალაქს გარშემო ერტყა 4 მეტრი სიგანის ქვის კედელი. რეგიონი მიეკუთნება მკვარ-არაქსის ან ადრინდელი ამიერკავკასიის პერიოდისა და შენგავითური კულტურის არეალის ტიპს. [2]

დასახლებული პუნქტი
შენგავითის დასახლება
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
კოორდინატები 40°09′25″ ჩ. გ. 44°28′37″ ა. გ. / 40.15694° ჩ. გ. 44.47694° ა. გ. / 40.15694; 44.47694
დაარსდა ძვ. წ. 3000[1]
ოფიციალური საიტი http://www.erebuni.am/index.php?option=com_content&view=article&id=1243&Itemid=111&lang=en
შენგავითის დასახლება — სომხეთი
შენგავითის დასახლება

დასახლების გეგმა რედაქტირება

ჯერჯერობით არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ციკლოპინის დიდი კედლები კოშკებით, რომლებიც გარშემო ერტყა დასახლებულ პუნქტს. ამ კედლების შიგნით იყო წრიული და კვადრატული მრავალსართულიანი ნაგებობები, რომლებიც აშენდა ქვისა და ტალახის აგურისგან. ზოგიერთ საცხოვრებელ კორპუსში იყო რიტუალური კერა და საყოფაცხოვრებო ორმოები, ხოლო დიდ სილოებში, რომლებიც მდებარეობდა ქალაქში, მასში ხორბალსა და ქერს ინახავდნენ. აქვე იყო მიწისქვეშა გადასასვლელიც. ადრე გათხრების შედეგად აღმოჩენილი იყო სამარხები, რომლებიც დასახლებული კედლების გარეთ მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთის მხარეებში. კიდევ უფრო ძველი აღმოჩენილი სამარხები დღემდე ამავე რეგიონშია შემორჩენილი.[2]

არქეოლოგიური აღმოჩენები რედაქტირება

შენგავითში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ ნივთებს შორის იყო ჩერტისა და ობსიდიანის ქვის იარაღები, ჯოხების თავები, ჩაქუჩები, საფქვავები, ნემსები, ჭურჭელი და მეტალის გადასადნობი ჭურჭელი (რომელშიც შესაძლებელი იყო 10 კგ მეტალის გადნობა). ნამსხვრევების დიდი რაოდენობა ნაშთებისა და ობსიდიანის ქსოვისგან, ჭურჭლის დამზადება, მეტალურგია და იარაღის წარმოება მიუთითებს იმაზე, რომ ქალაქში იყო ორგანიზებული გილდიები, რომლებიც ასრულებდნენ ასეთ დავალებებს. ქალაქში ნაპოვნ ჭურჭელს, როგორც წესი, აქვს დამახასიათებელი შავი, დამწვარი ექსტერიერი და მოწითალო ფერი. ეს სტილი განსაზღვრავს პერიოდს და გვხვდება მთიანი ადრეული ამიერკავკასიის ტერიტორიებზე. ჭურჭლის ერთ-ერთი უფრო დიდი სტილი გამოიკვეთა, როგორც ღვინის ჭურჭელზე. სამომავლოდ ნარჩენების ტესტები დაადასტურებენ ამ ცნებებს.[2]

ადრინდელი გათხრების დროს ერთ-ერთ ნაგებობაში აღმოაჩინეს დიდი ქვის ობელისკი. მსგავსი ობელისკი იქნა აღმოჩენილი მუხრაბლურის რეგიონში, ვაღარშაპატიდან სამხრეთით ოთხ კილომეტრში. ფიქრობენ, რომ ეს, და ნაპოვნი თიხისგან დამზადებული უამრავი ქანდაკება, რიტუალისტების მიერ გამოიყენებოდა შენგავათში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Байбуртян Е., Культовый очаг из раскопок Шенгавитского поселения в 1936—1937, «Вестник древней истории», 1938, № 4;
  • Пиотровский Б. Б., Поселения медного века в Армении, в сборнике: Советская археология, в. 11, М.—Л., 1949;
  • Сардарян С. А., Первобытное общество в Армении, Ер., 1967 (на арм. яз. с рус. и англ. резюме).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (unspecified title)doi:10.3406/PALEO.2014.5636
  2. 2.0 2.1 2.2 Hakop Simonyan, Shengavit: an Early Transcaucasian Site in Yerevan on the Ararat Plain, Republic of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-09. ციტირების თარიღი: 2019-11-07.