შემსი აჰმედ-ფაშა
შემსი აჰმედ-ფაშა (დ. 1492 — გ. 1580) — ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი (11 ოქტომბერი 1579 - 28 აპრილი 1580). რუტემ ფაშასა და მიჰრიმაჰ სულთნის ერთადერთი ქალიშვილის - აიშე ჰუმაშაჰ სულთნის მეუღლე.
შემსი აჰმედ ფაშა | |
---|---|
Şemsi Ahmet Paşa | |
ოსმალეთის 41-ე დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 11 ოქტომბერი,1579 |
მმართ. დასასრული: | 28 აპრილი,1580 |
წინამორბედი: | სოკოლუ მეჰმედ-ფაშა |
მემკვიდრე: | ლალა მუსტაფა-ფაშა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1492 |
დაბ. ადგილი: | ალბანეთი |
გარდ. თარიღი: | 28 აპრილი,1580 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი,ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: | აიშე ჰუმაშაჰ სულთანი |
შვილები: |
აბდურაჰმენი მეჰმეთი შეჰიდ მუსტაფა ოსმანი |
რელიგია: | ქრისტიანობა.მოგვიანებით მიიღო ისლამი |
ბიოგრაფიარედაქტირება
შემსი აჰმედ ფაშა დაიბადა 1492 წელს სავარაუდოდ ალბანეთში. სწავლობდა ენდერუნეში. იყო ანატოლიისა და რუმელიის გუბერნატორი. 1553 წელს მიიღო მონაწილეობა სპარსეთის ლაშქრობაში. 1561 წელს დაქორწინდა სულთან სულეიმან დიდებულის შვილიშვილზე აიშე ჰუმაშაჰ სულთანზე. ამ ქორწინებიდან მათ ეყოლათ: აბდურაჰმენი, მეჰმეთი, შეჰიდ მუსტაფა და ოსმანი.
1579 წელს შემსი აჰემდ-ფაშა დაინიშნა დიდი ვეზირის თანამდებობაზე.
თანამედროვენი ამბობდნენ, რომ აჰმედ-ფაშა იყო ფრთხილი მებრძოლი, ჭირვეული, მაგრამ ნიჭიერი პოეტი. ამასთანავე იგი დაინტერესებული იყო ნადირობით.
1580 წელს შემსი აჰმედ-ფაშა გარდაიცვალა. დაკრძალულია საკუთარ მეჩეთში.
ლიტერატურარედაქტირება
- Kuran, Aptullah. 1986. Mimar Sinan. Istanbul: Hürriyet Vakıf Yayınları, p. 193–196.
- Gültekin, Gülbin. 1994. "Semsi Pasa Külliyesi." In Dünden Bugüne Istanbul Ansiklopedisi. Istanbul: Tarih Vakfi, VII, p. 158–159.
- Necipoglu, Gülru. 2005. The Age of Sinan: Architectural Culture in the Ottoman Empire. London: Reaktion Books, p. 452–498.