თურინჯი

(გადამისამართდა გვერდიდან შედოკი)

თურინჯი, შედოკი, პომპელმუსი (ლათ. Citrus maxima) — სუბტროპიკული მარადმწვანე ხეხილოვანი მცენარე ციტრუსოვანთა გვარისა, ახალგაზრდა ყლორტები შებუსული აქვს, ფოთოლი ფართოფრთიანია, ნაყოფი მსხვილი (400-800 გ), მსხლისებრი ან ოდნავ ბრტყელი, ღია ყვითელი, კანი გლუვი ან ოდნავ ხორკლიანი. რბილობი ღია ლიმონისფერია, მომჟავო-ტკბილი, ზოგი ჯიშის — მწარე.

თურინჯის ნაყოფი

მოჰყავთ დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში. სხვადასხვა დროს შემოტანილია თურინჯის 40-მდე ფორმა, გავრცელებულია ჰიბრიდული თურინჯი — ნატსუდაიდაი (იაპონური წარმოშობის), ნაყოფი მწიფდება დეკემბერში, შენახვის შემდეგ უფრო გემრიელია, შეუძლია შეცვალოს გრეიპფრუტის საუკეთესო ჯიშები. მსხლისებრი თურინჯი მწიფდება ნოემბერში. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, კანი ოდნავ ხორკლიანი აქვს.

ცნობილია აგრეთვე ჯიშები: ჰავაიური, სიამური, ტენგუ, აზახიკანი, გულრიფშის და სხვა. თურინჯს ამრავლებენ ოკულირებით, საძირედ იყენებენ ტრიფოლიატას. მცენარე უძლებს 7-8 °C ყინვას. ნაყოფისაგან ამზადებენ მურაბას, ცუკატს.

ლიტერატურა

რედაქტირება