შატბერდი, შატბერთიIX საუკუნის ქართული მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში, დღევანდელ თურქეთში; „დიდებულ ლავრად“ წოდებული. აშენდა უშუალოდ გრიგოლ ხანძთელის მიერ. შატბერდის მონასტერი კლარჯეთის მეფე-მთავრის ბაგრატ I კურაპალატის შემწეობით აიგო. აქ შუა საუკუნეებში მოღვაწეობდნენ სოფრონ შატბერდელი (IX-X საუკუნეები), გაბრიელ შატბერდელი (X ს.) მიქაელ მოდრეკილი, იოანე ბერაი, დავით და იოანე ჯიბასძენი (XI საუკუნე). აქ შეიქმნა „შატბერდის კრებული“, გადაიწერა ადიშის (897 წ.), ჯრუჭის (936 წ.), პარხლის (973 წ.) ოთხთავები.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება