შანას საყდარი
შანას საყდარი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის ჩრდილო–დასავლეთით 2 კილომეტრზე, მაღალი მთის წვერზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5,25x4,2), ნაგებია რიყის ქვითა და დუღაბით. წყობა ირეგულარულია. ძლიერაა დაზიანებული: მთლიანადაა დანგრეული აღმოსავლეთ კედელი; მონგრეულია დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ზედა ნაწილები. შესასველი სამხრეთიდან ყოფილა ( შემორჩენილია აღმოსავლეთ წირთხლი). აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის გვერდებში თითო სწორკუთხა ნიშაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 190–191.