შალვა II ქვენიფნეველი

შალვა II ქვენიფნეველიცხრაზმის (ცხრაზმისხევის) ერისთავი XV საუკუნის 50-70-იან წლებში, ქვენიფნეველთა საგვარეულოს წარმომადგენელი, ერისთავ ქვენიფნეველის ძე.

ცნობილია ჩვენამდე მოღწეული რამდენიმე ისტორიული საბუთიდან. მეჯუდისხევში რამდენიმე სოფელი ააშენა და შესწირა ქვენიფნეველთა საგვარეულო მონასტერს ლარგვისში. მისი ბრძანებით და ცხრაზმისხევის მამასახლისებისა და კრებულის გადაწყვეტილებთ, სამთავნელს დაუდგინეს სარგო და მიანიჭეს უფლება დამოუკიდებლად დაეურვებინა დანაშაული (1459).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში: ენციკლოპედიური ლექსიკონი (ხელმძღვ. თ. აბულაძე), თბ., 2017. — გვ. 178.
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი: XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. IV, თბ., 2007. — გვ. 370.