შალვა მატუაშვილი (დ. 29 აგვისტო, 1958, წინანდალი, თელავის რაიონი) — ქართველი მხატვარი.

შალვა მატუაშვილი
დაიბადა 29 აგვისტო, 1958
დაბადების ადგილი წინანდალი, თელავის რაიონი
ეროვნება ქართველი
სფერო ფერმწერი
ჯილდოები

1988 წლის საუკეთესო ნამუშევარი — “რუსთაველის გამზირი” — I პრემია 1989 დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა-კონკურსი. III პრემია 1990 „დროუ“-ს აუქციონი. პარიზი. გაიყიდა 9 ნამუშევარი

1996 თბილისის საერთაშორისო საშობაო ფესტივალი — მთავარი პრიზი.

1980 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. გამართული აქვს არაერთი პერსონალური გამოფენა, აგრეთვე მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. შალვა მატუაშვილის ნამუშევრები ინახება: სურათების ეროვნულ გალერეაში (თბილისი), ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი) და კერძო კოლექციებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება