შავარშ „შავო“ ოდაჯიანი (სომხ. Շավարշ "Շավո" Օդաջյան; დ. 22 აპრილი, 1974) — სომეხი-ამერიკელი მუსიკოსი და კომპოზიტორი. ყველაზე მეტად ცნობილია ჯგუფის, System of a Down-ის ბასისტად და სიმღერების ავტორად. ის ასევე უკრავს ბასს ჯგუფში, „North Kingsley“-ში. ჯგუფის შესვენების დროს, 2006 წლიდან 2010 წლამდე, ოდაჯიანი თანამშრომლობდა Wu-Tang Clan-თან RZA-ს დამფუძნებელთან პროექტზე, სახელწოდებით „AcHoZeN“.

შავო ოდაჯიანი

დაიბადა22 აპრილი, 1974 (1974-04-22) (50 წლის)
ერევანი, სომხეთი, სსრკ
საქმიანობა ბასისტი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ოდაჯიანი დაიბადა ერევანში, სომხეთის საბჭოთა სოციალურ რესპუბლიკაში, საბჭოთა კავშირში. 5 წლის ასაკში გადავიდა ლოს-ანჯელესში[1], სადაც დადიოდა სომხურ სამრევლო სკოლაში, ალექს პილიბოს დაწყებით სკოლაში. ამ სკოლაში ასევე სწავლობდნენ მისი ბენდის მომავალი წევრები, დარონ მალაკიანი და სერჟ თანკიანი. თუმცა ისინი თავდაპირველად ერთმანეთს არ იცნობდნენ, ასაკის სხვაობის გამო. [2] ახალგაზრდობისას ოდაჯიანმა განაცხადა, რომ თავისი დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა სკეიტბორდზე და უსმენდა პანკ როკსა და მძიმე მეტალის მუსიკას. Dead Kennedys- ს, სლეიერი, Black Sabbath-ს და Metallica-ს მის საყვარელ მუსიკალურ ჯგუფებად ასახელებს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინეს მის მუსიკალურ განვითარებასა და კარიერაზე. [3]

 
ოდაჯიანი (მარცხნივ) სერჟ ტანკიანთან ერთად 2013 წელს პარიზში System of a Down-ის გამოსვლაზე

კოლეჯში ფსიქოლოგიისა და ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლისას და ბანკში მუშაობის დროს, ოდაჯიანმა გადაწყვიტა შეექმნა ბენდი, დარონ მალაკიანთან და სერჟ თანკიანთან ერთად, რომლებსაც იმ ჩანაწერების სტუდიაში შეხვდა, სადაც იგი რეპეტიციას გადიოდა.

 
ოდაჯიანი

1995 წელს ოდაჯიანი ჯგუფის მუდმივი ბასისტი გახდა. მათ საკუთარ თავს System of a Down დაარქვეს, ჯგუფის წევრის, დარონ მალაკიანის მიერ დაწერილი ლექსის მიხედვით, სახელწოდებით „დაცემის მსხვერპლები“. ოდაჯიანმა სახელწოდება შეცვალა, რადგან მიაჩნდა რომ სიტყვა „სისტემა“ უფრო ფართო აუდიტორიას მიიზიდავდა. ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ ასევე სურდათ, რომ მათი დისკები განთავსებულიყო მაღაზიებში, მათ საყვარელ ჯგუფთან, სლეიერთან ერთად. სწორედ ამ დროს მათი მენეჯერი გახდა Velvet Hammer Music. ცოტა ხნის შემდეგ, დრამერი ენდი ხაჩატურიანი შეუერთდა ჯგუფს, რომელიც 1997 წელს ხელის დაზიანების გამო ჩაანაცვლა დრამერმა ჯონ დოლმაიანმა. [4]

ოდაჯიანმა დაწერა System of a Down-ის ცნობილი სიმღერები, მათ შორისაა „Toxicity“, „Sugar“, „Jet Pilot“, „Bounce“, „Mind“, „Dreaming“ და „U-Fig“. იგი ხელმძღვანელობს ჯგუფის მუსიკალური კლიპების გადაღების უმრავლესობას და პასუხისმგებელია სცენის დიზაინზე და განათებაზე.

ჯგუფის მუშაობა შეჩერდა 2006 წლიდან 2010 წლამდე, ამ დროის პერიოდში ჯგუფის წევრები ორიენტირებულნი იყვნენ სხვა პროექტებზე. 2010 წლის 23 ნოემბერს System-მა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი 2011 წელს მონაწილეობას რამდენიმე ევროპულ ფესტივალზე მიიღებენ. ჯგუფს ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ მუსიკალურ შოუებშიც.

ჯგუფი შეიქმნა 2019 წელს. თავიდან ოდაჯიანი შეუერთდა რეი ჰოთორნისა და სარო პაპარიანის პროექტს, სადაც აღმასრულებელი პროდიუსერი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ ჯგუფის წევრი გახდა და ბენდს North Kingsley ეწოდა. [5] ჯგუფის სახელი დაკავშირებულია ლოს-ანჯელესის იმ ქუჩასთან, რომელშიც ოდაჯიანი ცხოვრობდა, სომხეთიდან გადასვლის შემდეგ . [6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. HARTMANN, GRAHAM. System of a Down's Shavo Odadjian Plays 'Wikipedia: Fact or Fiction?'. ციტირების თარიღი: 16 September 2020
  2. Last FM: System of a Down Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-10. ციტირების თარიღი: 2021-10-04.
  3. Interview with System of a Down. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-28. ციტირების თარიღი: 2021-10-04.
  4. Singing with a Purpose. Electrictext.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-10. ციტირების თარიღი: 2021-10-04.
  5. Aarons, Ricky. (2020-11-29) Meet System Of A Down’s Shavo Odadjian’s New Band North Kingsley en-US. ციტირების თარიღი: 2021-08-02
  6. Aarons, Ricky. (2020-12-17) Shavo Odadjian – 'Introducing North Kingsley and Protecting Armenia with System Of A Down' en-US. ციტირების თარიღი: 2020-12-17