შავი ტყე (უკრ. Чорний ліс) — ვრცელი ტყის მასივი, რომელიც გაბატონებულია კიროვოგრადის ოლქში (უკრაინა). წარმოადგენს მუხნარ-რცხილნარისგან შემდგარ ტყეს, რომელიც გავრცელებულია მდინარეების ინგულეცისა და ტასმინის წყალგამყოფზე (დნეპრის აუზი). ტყის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით — 3 500 ჰა. ტყის მასივის ტერიტორიაზე განლაგებულია უკრაინის ყველაზე სამხრეთით მდებარე სფაგნუმის ჭაობი, რომელიც დაახლოებით 2 ჰა ფართობს იკავებს. ტყის შიგნით ერთ-ერთი ტბის სანაპიროზე სსრკ დროიდან მოყოლებული არსებობს სამთავრობო აგარაკი.

შავი ტყე

ხეების ძირითადი შემადგენელია ჩვეულებრივი რცხილა და მუხა. გვხვდება უკრაინისთვის იშვიათი მცენარეების სახეობები.

ფაუნას ძირითადად ქმნიან მელა, კურდღელი, შველი და გარეული ღორი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Енциклопедія українознавства. У 10-х т. / Гол. ред. Володимир Кубійович. — Париж; Нью-Йорк: Молоде Життя, 1954—1989.