შავი ჭირი
შავი სიკვდილი (დღეისათვის ცნობილია, როგორც შავი ჭირი, ლათ. atra mors-დან) — ჭირის პანდემია, რომელსაც ძირითადად ჰქონდა ბუბონური ფორმა და რომელიც XIV საუკუნეში მოდებული იყო აზიას, ევროპას (1346-1353), ჩრდილოეთ აფრიკასა და კუნძულ გრენლანდიას[⇨]. ცნობილია აგრეთვე სახელწოდებით „მეორე პანდემია“[⇨]. როგორც ჩანს, გავრცელდა ბუნებრივი კერიდან გობის უდაბნოს ტერიტორიაზე ევრაზიაში კლიმატის მკვეთრი ცვლილების შედეგად, რაც გამოწვეული იყო მცირე გამყინვარების პერიოდით. თავიდან მოიცვა ჩინეთი და ინდოეთი, შემდეგ კი მონღოლთა ჯარებსა და სავაჭრო ქარავნებთან ერთად შეიჭრა ევროპაში[⇨]. ეს საშინელი დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და დიდი განგაშის მიზეზი გახდა. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა ავადმყოფებისაგან, იყო ჩირქიანი წყლულები, ე.წ. „ბუბონები“. ბუბონი ჩნდებოდა იღლიის, კისრისა და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს კი შავდებოდა. „შავმა სიკვდილმა“ რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის მეოთხედი გაანადგურა. საერთო ჯამში შავმა ჭირმა ორი ათწლეულის განმავლობაში იმსხვერპლა არანაკლებ 60 მილიონი ადამიანი (ბევრ რეგიონში — მოსახლეობის მესამედიდან ნახევრამდე)[⇨]. უფრო მცირე მასშტაბებით პანდემია განმეორდა 1361 წელს („მეორე შავი ჭირი“), 1369 წელს („მესამე შავი ჭირი“) და კიდევ რამდენიმეჯერ[⇨].
პანდემიამ ნათელჰყო შუა საუკუნეების მედიცინის უმწეობა და რელიგიური ინსტიტუტების უძლურება ჭირთან ბრძოლაში, რის შედეგადაც დაიწყო კერპთაყვანისმცემლობის კულტებისა და ცრურწმენების აღორძინება, პოტენციური „მომწამვლელებისა“ და „ჭირის საწამლავის გამავრცელებლების“ დევნა, აგრეთვე რელიგიური ფანატიზმისა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოზღვავება[⇨]. შავმა ჭირმა კოლოსალური კვალი დატოვა ევროპის ისტორიაში და დაღი დაასვა ეკონომიკას, ფსიქოლოგიას, კულტურასა და მოსახლეობის გენეტიკურ შემადგენლობასაც კი[⇨].
ეპიდემიის ინფექციური აგენტი იყო ჭირის ბაცილა Yersinia pestis, რაც დაამტკიცა შავი ჭირით დაღუპულთა ნარჩენების გენეტიკურმა გამოკვლევებმა, რომელთა შესახებაც ცნობები გამოქვეყნდა 1998 წელს. ძველად არსებობდა სხვა ჰიპოთეზებიც დაავადების გამომწვევი მიზეზის შესახებ[⇨].
სახელწოდება
რედაქტირებაჭირის ეპიდემია, რომელმაც XIV საუკუნის შუა წლებში მოიცვა უზარმაზარი ტერიტორიები, ყველაზე მეტად ცნობილია სახელწოდებით „შავი ჭირი“ („შავი სიკვდილი“). სხვა გავრცელებული სახელწოდებაა „მეორე პანდემია“, ამასთანავე პირველ პანდემიას უწოდებენ იუსტინიანეს ჭირს, ხოლო მესამეს — XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისის პანდემიას.
თანამედროვენი არასდროს უწოდებდნენ ამ ეპიდემიას „შავ სიკვდილს“. XIV საუკუნის დოკუმენტებსა და ქრონიკებში გვხვდება გამოთქმა „უდიდესი სიკვდილიანობა“ (საშ. ინგლ. huge mortalyte), „დიდი ჭირი“ (ზემო გერმ. grosze Pestilentz) და „დიდი საფრთხეც“ კი (ძვ. ესპ. peligro grande). თანამედროვე სახელწოდების წარმოქმნის შესახებ არსებობს შემდეგი ჰიპოთეზა: 1631 წელს ისტორიკოსმა იოან პონტანმა, რომელიც XIV საუკუნის ეპიდემიისთვის სახელწოდებას ეძებდა, გაიხსენა ლათინური გამოთქმა „შავი სიკვდილი“ (ლათ. atra mors), რომლითაც სენეკა[1] და რიგი სხვა ლათინელი ავტორები მოიხსენიებდნენ ჭირის ეპიდემიებს, და მექანიკურად მიაწერა იმავე სახელწოდება მეორე პანდემიასაც. შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ ლათინურ ზედსართავ სახელს atra, რომელიც მართლაც ითარგმნება, როგორც „შავი“, აქვს უფრო მეტად არა ფერის, არამედ რაოდენობის მნიშვნელობა. თუმცა ევროპულ ენებზე თარგმნის დროს შეცდომა აიტაცეს. პირველად ეს გააკეთეს შვედებმა, როცა 1655 წელს პონტანის ნაშრომები თარგმნეს, როგორც „Swarta döden“, შემდეგ ნიდერლანდელებმა — „Den sorte Død“ და, საბოლოოდ, მთელმა ევროპამ, სადაც XVIII საუკუნისთვის სახელწოდება შავი სიკვდილი უკვე საყოველთაოდ გამოიყენებოდა[2]. ამ სიტყვის გამოყენება საბოლოოდ განამტკიცა იუსტუს ჰეკერმა, რომელმაც გამოაქვეყნა მონოგრაფია სახელწოდებით „Die Schwarze Tod“. ამ გამოცემამ, რომელიც გამოჩნდა მაშინ, როცა გერმანიაში ქოლერის ეპიდემია მძვინვარებდა, მაშინვე მიიპყრო საყოველთაო ყურადღება[3][2].
აღსანიშნავია ასევე ის, რომ ეს ჰიპოთეზა არ არის ერთადერთი. ზოგჯერ სახელწოდება შავი სიკვდილს უკავშირებენ მუქ-მეწამულ და შავ ლაქებს, რომლებიც შავი ჭირით დაავადებულთა[4] ან ამ დაავადებით გარდაცვლილთა სხეულებზე ჩნდება.
შავი ჭირის გავრცელებისა და მაღალი სიკვდილიანობის მიზეზები
რედაქტირებაეკოლოგიური ფაქტორი
რედაქტირებაXIV საუკუნე გლობალური გამყინვარების პერიოდი იყო ,რომელმაც VIII-XIII საუკუნეების თბილი და ნოტიო მცირე კლიმატური ოპტიმუმი ჩაანაცვლა. განსაკუთრებით მკვეთრი აღმოჩნდა კლიმატის ცვლილება ევრაზიაში. ამ მოვლენის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღემდე არ არის დადგენილი, თუმცა უფრო ხშირად მათ შორის ასახელებენ მზის შემცირებულ აქტივობას, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, მინიმუმს მიაღწია XVII საუკუნის მიწურულს, აგრეთვე რთულ ურთიერთკავშირებს ატმოსფერულ ცირკულაციასა და გოლფსტრიმს შორის ჩრდილოეთ ატლანტიკაში[5].
რვა საუკუნის წინანდელი იუსტინიანეს ჭირის მსგავსად შავ ჭირსაც წინ უძღოდა მრავალრიცხოვანი კატაკლიზმა.იმ დროის დოკუმენტები და ქრონიკები იუწყებიან ცენტრალურ ჩინეთში მომაკვდინებელი გვალვისა და მისი შემდგომი შიმშილობის, ხენანის პროვინციაში კალიების შემოსევის, შემდეგ კი 1333 წელს ჰანბალიკში (ამჟამად პეკინი) მომხდარი ქარიშხლებისა და ძლიერი წვიმების შესახებ. ყველაფერმა ამან, მეცნიერების აზრით, გამოიწვია მცირე მღრღნელების ფართომასშტაბური მიგრაცია ადამიანების საცხოვებელი ადგილებისკენ, აგრეთვე ხალხის ერთად თავმოყრა, რაც საბოლოოდ ეპიდემიის გავრცელების მიზეზი გახდა[6].
ევროპის კლიმატი გახდა არა მხოლოდ ცივი, არამედ მერყევიც; მომატებული ნალექიანობის პერიოდებს მოსდევდა გვალვა, შემცირდა მცენარეების ვეგეტატიური პერიოდი. თუკი 1300—1309 წლები ევროპაში თბილი და გვალვიანი იყო, 1312—1322 წლებში ამინდი გახდა ცივი და წვიმიანი, 1314 წლიდან მოყოლებული ძლიერი წვიმები ძირფესვიანად ანადგურებდა მოსავალს, რამაც გამოიწვია 1315-1317 წლების დიდი შიმშილობა[7][8]. ევროპაში საკვების სიმცირე იგრძნობოდა 1325 წლამდე. მუდმივი კვების ნაკლებობა, რომელიც იმუნური სისტემის საერთო დასუსტებას იწვევდა, ეპიდემიებად გადაიქცა. ევროპაში მძვინვარებდა პელაგრა და ქსეროფტალმია[8]. ნატურალურმა ყვავილმა, რომელმაც ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ XII საუკუნის მიწურულს „გამოიღვიძა“, გავრცელების პიკს მიაღწია შავი ჭირის გამოჩენიდან რამდენიმე ხნით ადრე. იმ დროისთვის ყვავილის ეპიდემიებმა მოიცვა ლომბარდია, ნიდერლანდები, საფრანგეთი და გერმანია. ყვავილს დაემატა კეთრი, რომლის გავრცელებამაც იმდენად კატასტროფული ზომები მიიღო, რომ ეკლესია იძულებული იყო, დაავადებულთათვის სპეციალური თავშესაფრები გამოეყო, რომლებმაც მიიღეს იტალიური სახელწოდება lazaretti[9]. ყველაფერმა ამან, მაღალ სიკვდილიანობასთან ერთად, გამოიწვია გადარჩენილი მოსახლეობის იმუნიტეტის საყოველთაო დაქვეითება, რამაც შემდგომში ხელი შეუწყო შავი ჭირის სწრაფად გავრცელებას.
სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი
რედაქტირებაეკონომიკური საწინდრების გარდა შავი ჭირის გავრცელებას ხელი შეუწყო მრავალმა სოციალურ-ეკონომიკურმა ფაქტორმა. ეპიდემიებსა და შიმშილობას დაემატა სამხედრო უბედურებები: საფრანგეთში მძვინვარებდა ომი, რომელსაც მოგვიანებით ასწლიანი ეწოდა. იტალიაში კვლავ ერთმანეთს ემტერებოდნენ გველფები და გიბელინები, ესპანეთში მიმდინარეობდა შიდა კონფლიქტები და სამოქალაქო ომები, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილს დაედო მონღოლ-თათრული უღელი. მაწანწალობას, სიღარიბეს და ომის შედეგად განადგურებული რეგიონებიდან გადახვეწილთა დიდ რაოდენობას, უზარმაზარი ჯარების გადაადგილებასა და გამოცოცხლებულ ვაჭრობას მეცნიერები აღიქვამენ მნიშვნელოვან ფაქტორებად, რომლებმაც პანდემიის სწრაფად გავრცელებას შეუწყვეს ხელი[10]. ეპიდემიის შენარჩუნების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მოსახლეობის საკმაოდ მაღალი სიმჭიდროვე. ყველა მხრიდან გალავნით გარშემორტყმულ ქალაქებში, რომლის შიგნითაც ალყის დროს გარებუნებში მცხოვრები მოსახლეობაც აფარებდა თავს, მოსახლეობის სიმჭიდროვე ეპიდემიის შესანარჩუნებლად საჭირო მინიმუმზე გაცილებით უფრო მაღალი იყო. თავყრილობა ხალხისა, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ხშირად შეგროვებულიყვნენ ერთ ოთახში ან, საუკეთესო შემთხვევაში, ერთ სახლში, იმის გათვალისწინებით, რომ მათ არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ დაავადებების პროფილაქტიკის წესებზე, აგრეთვე წარმოადგენდა პანდემიის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ფაქტორს[11].
რაც შეეხება პირად ჰიგიენას, სიტუაციას ართულებდა ის, რომ ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეებიდან, განსაკუთრებით სამონასტრო გარემოში, გავრცელებული იყო პრაქტიკა, რომელსაც ლათინურ ენაზე ეწოდება alousia. Alousia წარმოადგენდა ცხოვრებისეული სიამოვნებებისგან შეგნებულად უარის თქმას და ცოდვილი სხეულის დასჯას მისთვის ყველაზე მნიშვნელოვნის წართმევით, რის ნაწილსაც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდა დაბანა. პრაქტიკაში ეს წარმოადგენდა განსაკუთრებით ხანგრძლივი პოსტის ან ლოცვის ვალდებულებას, აგრეთვე ხანგრძლივ, ზოგჯერ კი სამუდამო უარის თქმას წყალში ჩასვლაზე — თუმცა აღსანიშნავია, ზემო შუა საუკუნეების დროს ამ პრაქტიკის მიმდევართა რაოდენობამ შემცირება დაიწყო[12]. იმავე შეხედულებების თანახმად, სხეულზე ზრუნვა ცოდვა იყო, ხოლო ზედმეტად ხშირი დაბანა და მასთან დაკავშირებული განხილვა საკუთარი შიშველი სხეულისა — მაცდუნებელი. „ფიზიკურად ჯანმრთელებმა და განსაკუთრებით ასაკით ახალგაზრდებმა რაც შეიძლება იშვიათად უნდა დაიბანონ“, — იტყობინებოდა საფრთხის შესახებ წმინდა ბენედიქტი. წმინდა აგნესამ ეს რჩევა იმდენად ახლოს მიიტანა გულთან, რომ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ უბანავია[13].
გარდა ამისა, დღევანდელი შეფასებით ქალაქების სანიტარული მდგომარეობა საშინელი იყო. ვიწრო ქუჩები სავსე იყო ნაგვით, რომელსაც ტროტუარზე პირდაპირ სახლებიდან ისროდნენ. როდესაც ნაგავი მოძრაობას უშლიდა ხელს, მეფე ან ადგილობრივი სენიორი მის მოშორებას ბრძანებდა, სისუფთავე ნარჩუნდებოდა რამდენიმე დღით, რის შემდეგაც ყველაფერი ხელახლა იწყებოდა[14]. ნარეცხ წყალს ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ფანჯრებიდან ასხამდნენ ქუჩის გასწვრივ გათხრილ არხში, ამავდროულად ზოგიერთი ქალაქის სტატუტები სპეციალურად ავალდებულებდნენ მესაკუთრეებს, სამჯერ დაეყვირათ „მოერიდეთ!“ სანამ ამას გააკეთებდნენ. იმავე არხში მიედინებოდა სისხლი სასაკლაოებიდან. ყველაფერი ეს საბოლოოდ უახლოეს მდინარეში აღმოჩნდებოდა, საიდანაც იღებდნენ დასალევ და საჭმლის მოსამზადებელ წყალს.
უდავოა, რომ ამ ყველაფერში თავისი როლი ითამაშა ვირთხების დიდმა რაოდენობამ, აგრეთვე მათთან იმდენად მჭიდრო კონტაქტმა, რომ ერთ-ერთ იმდროინდელ „შავი ჭირის თხზულებებში“ მოყვანილი იყო სპეციალური რეცეპტი ისეთი შემთხვევისთვის, „თუკი ვირთხა ვინმეს სახეს დაკაწრავდა ან დაასველებდა“[15].
ეპიდემიის დასაწყისი
რედაქტირებაშავი ჭირის მეორე პანდემია, როგორც ჩანს, დაიწყო გობის უდაბნოში, ერთ-ერთ ბუნებრივ კერაზე, ამჟამინდელ მონღოლეთ-ჩინეთის საზღვართან ახლოს[16][კ 1], სადაც ზაზუნები და მღრღნელებისა და კურდღლისებრთა რაზმების სხვა წარმომადგენლები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ მათთვის ჩვეული ადგილები საკვების დეფიციტის გამო, რაც გამოიწვია გვალვებმა და კლიმატის გაზრდილმა არიდულობამ. ისინი ადამიანთა საცხოვერებლ გარემოსთან უფრო ახლოს გადასახლდნენ. თავმოყრილ ცხოველებს შორის დაიწყო ეპიზოოთია; სიტუაციას ართულებდა ის, რომ მონღოლები ზაზუნის (დასახლებულია მთებსა და სტეპებში, მაგრამ არ არის გობის უდაბნოში) ხორცს დელიკატესად თვლიდნენ, მისი ტყავიც ძვირად ფასობდა, ამიტომ ზაზუნებზე გამუდმებული ნადირობა მიდიოდა. ამგვარ პირობებში ინფიცირება გარდაუვალი იყო და ეპიდემიის გავრცელება დაახლოებით 1320 წლიდან დაიწყო[17].
შავ ჭირს აგრეთვე თან დაატარებდნენ მონღოლთა ჯარები და ვაჭრები აბრეშუმის დიდ გზაზე. იმის გათვალისწინებით, რომ აღმოსავლეთის მიმართულებით გზა გადიოდა გობის უდაბნოზე, თავდაპირველად პანდემია ჩინეთს დაატყდა თავს, ხოლო 1331 წელს, ჩინური წყაროების ცნობით, განსაკუთრებით დაზიანდა ხებეის პროვინცია, რომელშიც დაავადებისგან მცხოვრებთა 90 % გარდაიცვალა. უფრო ნათელი დოკუმენტური მტკიცებულებები თარიღდება 1330 წლით, როდესაც მემატიანეები იწყებენ საუბარს ე.წ. „დამღუპველ სენზე“. კრისტოფერ ეტვუდი შავი ჭირის პირველად გამოჩენად მიიჩნევს ეპიდემიების სერიას, რომელმაც 1313 წლიდან მოიცვა ხენანის პროვინცია, ხოლო 1331 წლის „აფეთქებამ“ მოსახლეობის 90 % იმსხვერპლა[18].
ითვლება, რომ სწორედ მონღოლეთის შესახებ ყვება არაბი ისტორიკოსი ალ-მაკრიზი, როდესაც საუბრობს დამღუპველ სენზე, „რომელიც მძვინვარებდა თავრიზიდან ცხენით სავალ ექვსი თვის გზაზე... და სამასი ტომი დაიღუპა აუხსნელი მიზეზების გამო თავის საზაფხულო და საზამთრო ბანაკებში... და ყაენის საგვარეულოს თექვსმეტი წარმომადგენელი გარდაიცვალა დიდ ყაენსა და მის ექვს შვილთან ერთად. სწორედ ამიტომ ჩინეთი სრულიად გაუკაცურდა, მაშინ როცა ინდოეთი გაცილებით უფრო ნაკლებად დაზარალდა“[11].
ყაენი, რომელზეც მიდიოდა საუბარი, შესაძლოა, იყო 28 წლის ჯაიატუ ყაენი, რომელიც 1332 წლის სექტემბერში გარდაიცვალა[11] (ერთი წლით ადრე გარდაიცვალა მისი ვაჟი და მემკვიდრე არატნადარა, ხოლო 1332 წლის დეკემბრის დასაწყისში — მცირეწლოვანი მემკვიდრე ირინჯიბალი[19]). მისი წინამორბედი ესუნ ტემური გაურკვეველი დაავადებით გარდაიცვალა ოთხი წლით ადრე, 1328 წლის 15 აგვისტოს. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ სწორედ ის იყო შავი ჭირის ერთ-ერთი უპირველესი მსხვერპლი[20]. თუმცა, ჩინეთმცოდნეები, როგორც წესი, მათი უდროო სიკვდილის მიზეზების შესახებ დასკვნებს არ აკეთებენ[21][22].
არაუგვიანეს 1335 წლისა შავმა ჭირმა სავაჭრო ქარავნებთან ერთად მიაღწია ინდოეთს[23]. იბნ-ალ-ვარდი აგრეთვე ადასტურებს, რომ პირველი თხუთმეტი წლის განმავლობაში შავი ჭირი აღმოსავლეთში ბობოქრობდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწია ევროპას. იქვე აკონკრეტებს მის გავრცელებას ინდოეთის ტერიტორიაზე და ამბობს, რომ „დაავადებამ სინდი განგმირა“ — ანუ, ჯონ ებერტის ინტერპრეტაციის თანახმად, მდინარე ინდის ქვემოწელი და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთი, ამჟამინდელი პაკისტანის საზღვართან ახლოს[24]. ეპიდემიამ გაანადგურა სულთან მუჰამედ ტუღლუკის არმია, რომელიც სავარაუდოდ დეოგირთან ახლოს იყო განლაგებული, თვითონ სულთანი დაავადდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა. „ინდოეთის კემბრიჯულ ისტორიაში“ ეს ეპიდემია დაკავშირებულია ქოლერასთან[25], ს. სკოტი და ჩ. დუნკანი ვარაუდობენ, რომ ეს იყო შავი ჭირი[26].
აღმოსავლეთ ქვეყნებში შავი ჭირის სიტუაციას, უპირველეს ყოვლისა, ართულებდა ის, რომ, როდესაც ძველი მემატიანეები საუბრობენ „დამღუპველ სენზე“ ან „მომაკვდინებელ დაავადებაზე“, ისინი არ ამბობენ მის სახელს და, როგორც წესი, არ შეიცავენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება დაავადების მსვლელობის ხასიათის დადგენა. კერძოდ, ჩინელმა ეპიდემიოლოგმა ვუ ლიენ-ტემ, რომელმაც შეადგინა სია 223 ეპიდემიისგან, რომლებმაც ჩინეთი „მოინახულეს“ 242 წლიდან ახალ ეპოქამდე, ვერ მოახერხა იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რომელ დაავადებაზე საუბრობდნენ მემატიანეები. ზუსტი სამედიცინო აღწერილობები, რომლებიც შეესაბამება ბუბონურ შავ ჭირს, მისი აზრით, გაჩნდა ერთადერთ სამედიცინო ტრაქტატში, რომელშიც საუბარი მიდიოდა 1641-1642 წლების ეპიდემიაზე[27]. აზიაში შავი ჭირის გავრცელება XXI საუკუნის დასაწყისშიც კი არასაკმარისადაა შესწავლილი — იმ დონემდე, რომ ზოგიერთი სკეპტიკოსის აზრით, აზიაში შავი ჭირის ეპიდემია საერთოდ არ ყოფილა ან მხოლოდ მცირე მასშტაბებით იყო გავრცელებული[28].
ვიეტნამმა და კორეამ, როგორც ჩანს, მოახერხებს შავი ჭირის თავიდან აცილება[29][30]. იაპონია, რომელსაც ეპიდემია ასევე არ შეხებია, შეძრწუნებული იყო. ცნობილია, რომ იმპერატორის ბრძანებით ჩინეთში გაიგზავნა მისია საიმისოდ, რომ მოეგროვებინა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ახალ უბედურებაზე და მასთან გამკლავების გზები მოეძებნა. ევროპისთვის კი აზიაში მიმდინარე მოვლენები რჩებოდა შორეულ ამაღელვებელ ჭორად, რომელშიც რეალობას ადამიანთა წარმოსახვის უნარი უხვად აცისკროვნებდა[31]. ამგვარად, ავინიონელი მუსიკოსი ლუის ჰეილინგენი მეგობრებს სწერდა იმის შესახებ, რაც გაიგო აღმოსავლელი ვაჭრებისგან[32][31].
დიდ ინდოეთში... პირველ დღეს დაიწყო ბაყაყების, გველების, ხვლიკების, მორიელებისა და მათი მსგავსი შხამიანი ქვეწარმავლების თავსხმა, მეორე დღეს ციდან ელვები და ცეცხლის ციალები ეცემოდა, აქამდე უპრეცედენტო მასშტაბების სეტყვასთან ერთად და, საბოლოოდ, მესამე დღეს ციდან ჩამოვიდა ცეცხლი და საზარელი კვამლი, რომელმაც მიწასთან გაასწორა ყველაფერი, რაც კი რამ ცოცხალი იყო ადამიანებსა და სხვა მხეცებს შორის, და იქ არსებული ყველა ძველი ქალაქი დაწვა და უკვალოდ გაანადგურა. (…) ამას მოჰყვა უდიდესი ჭირი…, რომელმაც გარშემო ყველა ქვეყანა განგმირა საზარელი ქარის მეშვეობით..
შავი ჭირის გავრცელების ქრონიკა
რედაქტირებაეპიდემიას ჰქონდა „მომასწავებლების“ პერიოდი. 1100 წლიდან 1200 წლამდე შავი ჭირის ეპიდემია აღინიშნებოდა ინდოეთში, შუა აზიასა და ჩინეთში, თუმცა შავმა ჭირმა სირიასა და ეგვიპტეშიც შეაღწია. განსაკუთრებით ძლიერად დაზიანდა ეგვიპტის მოსახლეობა, რომელმაც ეპიდემიის გამო დაკარგა მილიონზე მეტი ადამიანი[15]. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეები მოხვდნენ ეგვიპტის იმ რაიონებში, რომლებშიც ყველაზე მეტად იყო შავი ჭირი გავრცელებული[15], მაშინ ამას არ გამოუწვევია ევროპაში მასშტაბური ეპიდემია.
1338—1339 წლები, ტბა ისიქ-ქოლი. საკვანძო პუნქტად, რომლიდანაც შავმა ჭირმა აიღო გეზი დასავლეთისკენ, ითვლება ტბა ისიქ-ქოლი, სადაც ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს რუსმა არქეოლოგმა დანიელ ხვოლსონმა შენიშნა, რომ ადგილობრივ ნესტორიანულ საზოგადოებაში რაოდენობა საფლავის ქვებისა, რომლებიც თარიღდებოდა 1338-1339 წლებით, კატასტროფულად დიდი აღმოჩნდა. დღემდე შემორჩენილ ერთ-ერთ საფლავის ქვაზე ხვოლსონმა მოახერხა წარწერის წაკითხვა: „აქ განისვენებს კუტლუკი. იგი გარდაიცვალა შავი ჭირისგან თავის ცოლთან, მაგნუ-კელკასთან ერთად“. მოგვიანებით ეს ინტერპრეტაცია ეჭვს დაექვემდებარა, თანაც აღინიშნა,რომ დაავადების სახელი ითარგმნებოდა, როგორც „დამღუპველი სენი“, რაშიც, შესაძლოა ნაგულისხმები ყოფილიყო ნებისმიერი ინფექციური დაავადება, თუმცა თარიღების დამთხვევა იმას მიანიშნებს, რომ აქ სწორედ შავი ჭირი იგულისხმებოდა, რომელმაც აქედან დაიწყო დასავლეთით გავრცელება[11].
1340—1341 წლები, ცენტრალური აზია. შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში კვლავ უცნობია ზუსტი მონაცემები შავი ჭირის დასავლეთის მიმართულებით გავრცელების შესახებ. ვარაუდობენ, რომ მან რამდენიმეჯერ თავი იჩინა ბალასაგუნში 1340 წელს, შემდეგ ტალასში 1341 წელს და, საბოლოოდ, სამარყანდში[33].
1346 წლის ოქტომბერ-ნოემბერი, ოქროს ურდო. 1346 წელს შავი ჭირი გაჩნდა დონისა და ვოლგის ქვემოწელზე. დაავადებამ დააცარიელა ოქროს ურდოს ყაენების დედაქალაქი სარაი და მის მახლობლად მდებარე ქალაქები. 1497 წლის მატიანე სამყაროს შექმნიდან 6854 წლის ჩანაწერში (ქრისტეს შობიდან 1346 წელი) შეიცავს ცნობებს ძლიერი მომაკვდინებელი დაავადების შესახებ[34]:
შავი ჭირი მძვინვარებდა აღმოსავლეთის ქვეყნებში: ორნაჩში, ასტრახანში, სარაიში, ბეზდეჟში და მუსლიმური ქვეყნების სხვა ქალაქებში, აგრეთვე თათრებში, სომხებში, აფხაზებში, იტალიელებში, ჩერქეზებში, რადგან არავის შეეძლო მისი დამარცხება[35].
ნორვეგიელი ისტორიკოსის, ოლე ბენედიკტოუს აზრით, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მიმართულებით შავი ჭირი ვერ გავრცელდებოდა იმ მტრობის გამო, რომელიც არსებობდა ოქროსურდოელებსა და მათ მოხარკეებს შორის. ეპიდემია შეჩერდა დონისა და ვოლგის სტეპებში, ამგვარად ოქროს ურდოს ჩრდილოეთელი მეზობლები არ დაზარალდნენ. სამაგიეროდ შავი ჭირისთვის გახსნილი იყო სამხრეთის გზა. იგი გაიყო ორ სახელოზე, რომელთაგან ერთ-ერთიც, სპარსული წყაროების ცნობით, სავაჭრო ქარავნებთან ერთად, რომლებმაც საკმაოდ კომფორტული გადასაადგილებელი საშუალების როლი ითამაშეს შავი ჭირის გადამტანი ვირთხებისა და რწყილებისთვის, ვოლგის ქვემოწელისა და კავკასიონის ქედის გავლით გადაიჭიმა შუა აღმოსავლეთზე, მაშინ როცა მეორემ ზღვის გავლით მიაღწია ყირიმის ნახევარკუნძულს[36].
1346 წელი, ყირიმის ნახევარკუნძული. სავაჭრო ხომალდებთან ერთად შავი ჭირი ყირიმში შეიჭრა, სადაც, არაბი ისტორიკოსის, იბნ ალ-ვარდის თქმით (რომელიც, თავის მხრივ, ცნობებს იღებდა ყირიმის ნახევარკუნძულზე მოვაჭრე ვაჭრებისგან), მისგან გარდაიცვალა 85 ათასი ადამიანი, „იმათი გამოკლებით, ვის შესახებაც ჩვენ არ ვიცით“[34][37].
იმ დროის ყველა ევროპელი მემატიანე ერთმანეთს ეთანხმება იმაში, რომ ევროპაში შავი ჭირი შემოიტანეს გენუეზურმა ხომალდებმა, რომლებიც მთელს ხმელთაშუა ზღვაში ვაჭრობდნენ. იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა ეს, არსებობს თვითმხილველის, გენუელი ნოტარიუსის, გაბრიელ დე მიუსის (Gabriele de' Mussi) მონათხრობი, რომელსაც ბევრი მკვლევარი საეჭვოდ მიიჩნევს. 1346 წელს ის აღმოჩნდა გენუეზურ ფაქტორიაში კაფაში, რომელიც ალყაშემორტყმული იყო ოქროს ურდოს ყაენის, ჯანიბეკის ჯარებით. დე მიუსის თქმით, მას შემდეგ, რაც მონღოლთა ჯარებში დაიწყო შავი ჭირი, ყაენმა ბრძანა, კატაპულტების მეშვეობით დაავადებისგან გარდაცვლილთა ცხედრები კაფაში გადაესროლათ, სადაც მალევე დაიწყო ეპიდემია. ალყამ ფუჭად ჩაიარა, რადგან დაავადებისგან დასუსტებული ჯარი იძულებული იყო, უკან დაეხია, მაშინ როცა გენუეზური ხომალდები კაფიდან აგრძელებდნენ ცურვას, რითიც ხელს უწყობდნენ შავი ჭირის გავრცელებას ყველა ხმელთაშუაზღვურ პორტში[38].
დე მიუსის ხელნაწერი, რომელიც ამჟამად მდებარეობს ვროცლავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, პირველად გამოქვეყნდა 1842 წელს. თხზულება არ არის დათარიღებული, თუმცა მისი დაწერის თარიღი მარტივად დგინდება აღწერილი მოვლენების მიხედვით. ამჟამად მკვლევართა ნაწილი ეჭვის ქვეშ აყენებს ხელნაწერში არსებულ ცნობებს და თვლის, რომ, უპირველეს ყოვლისა, დე მიუსი ხელმძღვანელობდა დაავადების გავრცელების იმჟამინდელი წარმოდგენებით, რომლის თანახმადაც დაავადება გადადიოდა სუნით, მიაზმების სახით, და შავი ჭირი, შესაძლოა, ციხესიმაგრეში შეიჭრა ვირთხების რწყილებთან ერთად, ან, მიხაილ სუპოტნიცკის ვარაუდით, მიუსიმ, რომელიც იტალიაში დაბრუნდა და იქ ეპიდემიის დასაწყისს შეესწრო, შეცდომით დაუკავშირა მისი დაბრუნება გენუეზურ ხომალდებს. თუმცა, „ჯანიბეკ ყაენის ბიოლოგიური ომის“ ჰიპოთეზას თავისი დამცველები გამოუჩნდა. ამგვარად, ინგლისელი მიკრობიოლოგი მარკ უილისი თავის მხრივ მიუთითებს, რომ იმჟამინდელ პირობებში მოალყე არმია მდებარეობდა ქალაქიდან საკმაოდ შორს, მოწინააღმდეგის ისრებისა და ჭურვებისგან უსაფრთხო მანძილზე, მაშინ როცა ვირთხებს არ უყვართ თავიანთი სოროებიდან შორს წასვლა. აგრეთვე ის ყურადღებას ამახვილებს დაავადებით გარდაცვლილთა კანზე არსებულ მცირე ნაკაწრებსა და იარებზე შეხებით დაავადების პოტენციურ შესაძლებლობაზე, რომელსაც შესაძლოა დაქვემდებარებოდნენ მესაფლავეები[39].
1347 წლის გაზაფხული, კონსტანტინოპოლი. დაავადების მორიგი აფეთქება მოხდა კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქში, სადაც გენუეზური ფაქტორია განლაგებული იყო ერთ-ერთი გარეუბანში — გალატაში. შავი ჭირის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა ცამეტი წლის ანდრონიკოს კანტაკუზენი, იმპერატორ იოანე კანტაკუზენის უმცროსი ვაჟი. თვითონ იმპერატორმა თავის ისტორიაში დატოვა მონათხრობი ეპიდემიის შესახებ, რომელიც მძვინვარებდა ქალაქში და მოგვიანებით გავრცელდა ანატოლიის სანაპიროზე, ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე[40]. ბიზანტიელი ისტორიკოსი ნიკიფორე გრიგორა წერდა „შავი ჭირის მსგავსი მძიმე დაავადების“ შესახებ, რომლისგანაც „სახლების უმეტესობაში ყველა მცხოვრები ერთდროულად იღუპებოდა“. ვენეციელების მტკიცებით, დაიღუპა ქალაქის მცხოვრებთა 90 % და მიუხედავად იმისა, რომ ამ ციფრს ისტორიკოსები გაზვიადებულად მიიჩნევენ, სიკვდილიანობა ქალაქში მართლაც ძალიან მაღალი იყო[41].
1347 წლის გაზაფხულ-ზაფხული, ახლო აღმოსავლეთი. შავმა ჭირმა გავრცელება დაიწყო მესოპოტამიაში, სპარსეთში, იმავე წლის სექტემბერში ტრაპეზუნტში. დაავადებას თან დაატარებდნენ ეპიდემიით გარემოცული კონსტანტინოპოლიდან გამოქცეული ლტოლვილები, რომელთა მიმართულებითაც მოძრაობდნენ სამხრეთ კავკასიიდან გამოქცეულები. აგრეთვე შავი ჭირი გადაჰქონდა სავაჭრო ქარავნებს. ამავე დროს მისი გადაადგილების სიჩქარე მნიშვნელოვნად შემცირდა და წელიწადში ფარავდა დაახლოებით 100 კმ-ს. შავმა ჭირმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მიაღწია დასავლეთით ანატოლიის მთებს, სადაც მისი შემდგომი განვითარება ზღვამ შეაჩერა[42].
1347 წლის შემოდგომა, ალექსანდრია. ეგვიპტელი ისტორიკოსი ალ-მარკიზი დაწვრილებით ყვება ალექსანდრიულ ნავსადგურში კონსტანტინოპოლის ხომალდის ჩასვლის შესახებ, რომელიც ითვლიდა 32 ვაჭარსა და გემის ეკიპაჟის 300-ზე მეტ წევრსა და მონას, რომელთაგანაც მხოლოდ 40 მეზღვაური, 4 ვაჭარი და ერთი მონა გადარჩა ცოცხალი, სხვები „მაშინვე გარდაიცვალნენ იქვე, პორტში“. მათთან ერთად ქალაქში შავი ჭირი მოვიდა და შემდგომში გავრცელდა ნილოსის გასწვრივ სამხრეთით, 1349 წლის თებერვალში მიაღწია ასუანს და ამ დროის განმავლობაში ქვეყანა გააუკაცრიელა. შავი ჭირის მატარებელი ვირთხებისა და რწყილებისთვის სამხრეთის მიმართულებით შემდგომ გადაადგილებაში გაუღწეველი ბარიერის როლი ითამაშა უდაბნო საჰარამ[43].
მომაკვდინებელი სენი გავრცელდა საბერძნეთში, მოგვიანებით კი — ბულგარეთსა და დასავლეთ რუმინეთში (იმ დროისთვის უნგრეთის სამეფოს ყოფილ ნაწილში) და მიაღწია პოლონეთამდე, მოიცვა კუნძული კვიპროსი, სადაც ეპიდემიას დაემატა კიდევ ერთი კატასტროფა — ცუნამი. სასოწარკვეთილმა კვიპროსელებმა აჯანყების შიშით დახოცეს კუნძულის ყველა მუსლიმი მცხოვრები, თუმცა ზოგიერთი თავდამსხმელი მალევე დაეწია თავის მსხვერპლს[44].
1347 წლის ოქტომბერი, მესინა. მიუხედავად იმისა, რომ გენუეზური მატიანეები დუმილს ინარჩუნებენ სამხრეთ იტალიაში შავი ჭირის გავრცელების შესახებ, ეს რეგიონიც სხვებზე არანაკლებ დაზიანდა. სიცილიელი ისტორიკოსი მიქელე დე პიაცა თავის „საერო ისტორიაში“ დაწვრილებით აღწერს მესინის პორტში 12 გენუეზური გალერის ჩამოსვლის შესახებ, რომლებმაც თან მოიტანეს „სასიკვდილო ჭირი“. თუმცა, ეს რიცხვი არ არის ზუსტი , მაგრამ მაინც მოიხსენიება ხან სამი ხომალდი, რომელიც დატვირთული იყო სანელებლებით“, ხან ოთხი „რომელზეც დაავადებული მეზღვაურები იყვნენ“ და ყირიმიდან ბრუნდებოდნენ[45]. დე პიაცას მტკიცებით, „გვამებს სახლში ტოვებდნენ და ვერც ერთი მღვდელი, ვერც ერთი ახლობელი — ვერც შვილი, ვერც მამა ან ვინმე სხვა — ვერ ბედავდა იქ შესვლას: მესაფლავეებს დიდ ფულს ჰპირდებოდნენ, რათა გვამები გამოეტანათ და დაემარხათ. გარდაცვლილთა სახლები ღია იყო ყველა განძეულობასთან, ფულსა და ძვირფასეულობასთან ერთად; თუკი ვინმეს მოესურვებოდა იქ შესვლა, ხელს არავინ შეუშლიდა“. მალევე გენუელები განდევნეს, მაგრამ ამას უკვე არაფრის შეცვლა არ შეეძლო.
1347 წლის შემოდგომა, კატანია. მესინის მოსახლეობა პანიკური გაქცევით ცდილობდა თავის გადარჩენას, თანაც, იმავე დე პიაცას ცნობით, ბევრი მათგანი პირდაპირ გზაში იხოცებოდა. გადარჩენილებმა მიაღწიეს კატანიას, სადაც მათ სულაც არ დახვდნენ აღტაცებულნი. კატანიის მცხოვრებლებს გაგონილი ჰქონდათ მომაკვდინებელი სენის შესახებ, ამიტომ არ ისურვეს ლტოლვილებთან საქმის დაჭერა, გაურბოდნენ მათ და არც საკვებსა და წყალს აძლევდნენ[46]. თუმცა, ამან მათ არ უშველა და სულ მალე ქალაქი თითქმის მთლიანად ამოწყდა. „რა შეიძლება ითქვას კატანიაზე — ქალაქზე, რომელიც უკვე ამოშლილია მეხსიერებიდან?“ — წერდა დე პიაცა[34]. შავი ჭირი აქედან გავრცელდა მთელს კუნძულზე, ძლიერ დაზიანდა სირაკუზა, შაკა, აგრიჯენტო. ქალაქი ტრაპანი პირდაპირი გაგებით გაუკაცრიელდა, „დაობლდა მოსახლეობის დაღუპვის შემდეგ“. ეპიდემიის ერთ-ერთი უკანასკნელი მსხვერპლი გახდა ჯოვანი რანდაცო, „სიცილიის მშიშარა ჰერცოგი“, რომელიც ამაოდ ცდილობდა სენტ-ანდრეას ციხესიმაგრეში დაავადებისგან დამალვას. სიცილიამ მოსახლეობის მესამედი დაკარგა; მას შემდეგ, რაც ერთ წელიწადში შავმა ჭირმა უკან დაიხია, კუნძული გვამებით იყო სავსე[47].
1347 წლის ოქტომბერი, გენუა. მესინადან განდევნილმა გენუეზურმა ხომალდებმა სამშობლოში დაბრუნება სცადეს, მაგრამ გენუის მცხოვრებლებმა, რომლებმაც უკვე იცოდნენ საფრთხის შესახებ, კატაპულტებისა და ცეცხლმოკიდებული ისრების მეშვეობით ისინი ზღვაში განდევნეს. ამგვარად გენუამ მოახერხა ეპიდემიის დასაწყისის გადავადება ორი თვით[48].
1347 წლის 1 ნოემბერი, მარსელი. ნოემბრის დასაწყისში უკვე დაახლოებით 20 შავჭირმოდებული ხომალდი დაცურავდა ხმელთაშუა და ადრიატიკის ზღვებში, ავრცელებდნენ დაავადებას სხვადასხვა პორტში, სადაც კი დროებით მაინც უშვებდნენ ღუზას[47]. გენუეზური ესკადრილიის ნაწილმა თავშესაფარს მიაგნო მარსელში და სტუმართმოყვარე ქალაქში შავი ჭირი გაავრცელა, რის გამოც ხომალდები უკვე მესამედ განდევნეს, რათა მკვდარ ეკიპაჟთან ერთად საბოლოოდ გამქრალიყვნენ ზღვაში. მარსელმა მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკარგა [48].
1347 წლის დეკემბერი, გენუა. მატიანეების ცნობებით, გენუაში ეპიდემია დაიწყო 1347 წლის 31 დეკემბერს. თანამედროვე შეფასებით, ქალაქში დაიხოცა 80-დან 90 ათასამდე ადამიანი, მაგრამ ზუსტი ციფრი უცნობია[49]. იმავე დროს შავ ჭირს ერთიმეორის მიყოლებით ეწირებოდნენ კუნძულთა მცხოვრებნი: სარდინიელები, კორსიკელები, მალტელები, კუნძულ ელბაზე მცხოვრებნი[50][51].
1348 წლის იანვარი, ვენეცია. დაავადების საწინააღმდეგო ეფექტიანი ადმინისტრაციული ზომების წყალობით ვენეციელებმა მოახერხეს ქაოსის თავიდან აცილება, მაგრამ შავი ჭირი მაინც ვერ შეაჩერეს. სხვადასხვა ცნობებით, ქალაქში დაიღუპა მოსახლეობის დაახლოებით 60 %[52].
1348 წლის იანვარი, ავინიონი. მატიანეები გვიჩვენებს, რომ შავ ჭირს შეეწირა რომის პაპის რეზიდენციის — ავინიონის მოსახლეობით თითქმის 80 %. თანამედროვე ისტორიკოსები ამ მაჩვენებელს გადაჭარბებულად მიიჩნევენ და თვლიან, რომ შავმა ჭირმა ავინიონელთა მხოლოდ 50 % იმსხვერპლა. ნებისმიერ შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმდენად დიდი იყო, რომ გვამების დასამარხად მიწა არ ჰყოფნიდათ. პაპი კლემენტ VI იძულებული იყო, მდინარე ეკურთხებინა, როცა მასში გარდაცლილთა სხეულები გადააგდეს[53]. სხვებთან ერთად შავი ჭირის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა ლაურა — ფრანჩესკო პეტრარკას სატრფო და მუზა[54].
1347 წლის დეკემბერი — 1348 წლის მარტი, მალიორკა. ვარაუდობენ, რომ მალიორკაზე შავი ჭირი შეიტანა ხომალდმა, რომელიც მარსელიდან ან მონპელიედან წამოვიდა, მისი ჩამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია კუნძულზე პირველი მსხვერპლის სახელი: ვინმე გილემ ბრასი, მეთევზე, ალკუდიაში სოფელ ალის მცხოვრები. შავმა ჭირმა კუნძული დააცარიელა[55].
1348 წლის იანვარი-მარტი, იტალია. ტოსკანაში შავი ჭირი გენუელებმა შეიტანეს. ამ მომენტიდან სასიკვდილო სენმა დატოვა პორტები, სადაც აქამდე მძვინვარებდა, და გავრცელება დაიწყო კონტინენტის სიღრმეში. პირველი ქალაქი მის გზაზე აღმოჩნდა პიზა, შემდეგი — პისტოია, სადაც ვენეციელების მსგავსად სასწრაფოდ შექმნეს საბჭო, რომელსაც ევალებოდა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ბრძანეს გვამების დამარხვა მჭიდროდ აგებულ ხის კუბოებში, საფლავების სიღრმე უნდა ყოფილიყო არანაკლებ ნახევარი მეტრისა. პანიკა რომ არ გაევრცელებინათ, აკრძალეს დამკრძალავი სამსახურები, სამგლოვიარო სამოსი და ზანზალაკების რეკვა. თუმცა აქაც თავი იჩინა შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელმა სოციალური ფენების არათანაბარუფლებიანობამ — ყველა ეს ბრძანება „სულაც არ ეხებოდა რაინდებს, სამართლის დოქტორებს, მოსამართლეებსა და მედიცინის დოქტორებს, რომლებსაც უნდა მომსახურებოდნენ ისე, როგორც მათი მემკვიდრეები ინებებდნენ“[56]. პერუჯა, სიენა, ორვიეტო ცდილობდნენ, არ შეემჩნიათ ეპიდემიის გავრცელება და იმის იმედი ჰქონდათ, რომ საყოველთაო ბედისწერა მათ დაზოგავდა, მაგრამ, ამაოდ. თანამედროვეთა აზრით, ორვიეტოში სიკვდილიანობა შეადგენდა 90 %-მდე, მაგრამ თანამედროვე მკვლევრები ამ ციფრს გაზვიადებულად მიიჩნევენ და თვლიან, რომ შავი ჭირისგან მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი დაიღუპა [57].
1348 წლის მარტი, ესპანეთი. ისტორიკოსების მოსაზრებით, შავი ჭირი ესპანეთში შეიჭრა ორი გზით — ბასკური სოფლებიდან პირენეებზე და ჩვეულებრივი გზით — პორტებიდან — ბარსელონასა და ვალენსიიდან. 1348 წლის დასაწყისისთვის ეპიდემია გავრცელდა ნახევარკუნძულზე, მისგან გარდაიცვალა არაგონის დედოფალი ელეონორა. კასტილიის მეფე ალფონსო XI სამართლიანი დაავადებისგან გარდაიცვალა პირდაპირ თავის სალაშქრო ბანაკში გიბრალტარის ალყის დროს, 1350 წლის მარტში[31].
1348 წლის გაზაფხული, სამხრეთი და აღმოსავლეთი ხმელთაშუაზღვისპირეთი. ალექსანდრიის შავი ჭირი გიზაში გაჩნდა, საიდანაც გადავიდა სირიასა და პალესტინაში. დამასკომ დაკარგა მოსახლეობის თითქმის ნახევარი, მთელმა არაბულმა აღმოსავლეთმა კი მოსახლეობის 30—40 %[23]. იბნ ბატუტა, რომელმაც ამ ადგილებში შავი ჭირი აღწერა, მოგვითხრობდა, რომ მორწმუნეები აწყობდნენ პროცესიებს და მკაცრ მარხვას იცავდნენ, ალაჰის რისხვა რომ დაეცხროთ. მომლოცველთა დიდმა ტალღამ დატბორა მექა და ნახევარკუნძულზე შავი ჭირი შეიტანა. იმის მიუხედავად, რომ მედინა, მნიშვნელობით მეორე ქალაქი, რომელიც დაკავშირებული იყო წინასწარმეტყველის სახელთან, გაურკვეველი მიზეზების გამო ეპიდემიამ შეიბრალა, მექა სასტიკად დააზიანა დაავადებამ. ქალაქში დაიღუპა მრავალი მცხოვრები და ადგილობრივი სასულიერო სასწავლებლის — მედრესეს მოსწავლე. ამგვარმა უბედურებამ, რომელიც ისლამის მთავარ რელიგიურ ცენტრს დაატყდა თავს, მორწმუნეები ააფორიაქა. ამოხსნის ძიებისას მათ, ისევე, როგორც ქრისტიანულმა მეზობლებმა, მექელი ებრაელები დაადანაშაულეს იმაში, რომ მათ წმინდა ქალაქში ყოფნით ქალაქს ალაჰის რისხვა დაატეხეს თავს[58].
1348 წლის გაზაფხული, ბორდო. 1348 წლის გაზაფხულზე შავი ჭირი გავრცელდა ბორდოში, სადაც დაავადებისგან გარდაიცვალა მეფე ედუარდ III-ის ქალიშვილი — პრინცესა ჯოანა, რომელიც ამ დროს ესპანეთში მიემართებოდა პრინც პედრო კასტილიელთან ჯვრის დასაწერად[59].
1348 წლის ივნისი, პარიზი. რაიმონდ დი ვინარიოს თანახმად, ივნისში პარიზის ცის დასავლეთ ნაწილში გამოჩნდა არაჩვეულებრივად კაშკაშა ვარსკვლავი, რაც შავი ჭირის მომასწავლებელ ნიშნად ჩათვალეს[60]. მეფე ფილიპ VI-მ ქალაქის დატოვება ამჯობინა, თუმცა „ჭირვეული დედოფალი“ ჟანა ბურგუნდიელი ეპიდემიას ვერ გადაურჩა; შავი ჭირისგან ამ დროსვე გარდაიცვალა ბონა ლუქსემბურგელი, დოფინ ჟანის ცოლი[კ 2]. პარიზის უნივერსიტეტმა ბევრი პროფესორი დაკარგა, ამიტომ მოუწიათ ახალი პრეტენდენტებისთვის მოთხოვნები შეემსუბუქებინათ. ივლისში შავი ჭირი გავრცელდა ქვეყნის ჩრდილოეთ სანაპიროზე[61].
1348 წლის ივლისი-აგვისტო, სამხრეთ-დასავლეთი ინგლისი. „ნაცრისფერი ბერის ქრონიკის“ თანახმად, შავი ჭირის კარიბჭის როლი შეასრულა საპორტო ქალაქმა მელკომბმა, სადაც ჭირით დაავადების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა 7 ივლისს, „წმინდა თომა მოწამის დღესასწაულზე“. სხვა წყაროების თანახმად, პირველად შავი ჭირი გავრცელდა საუთჰემპტონსა და ბრისტოლში, თანაც ეპიდემიის დაწყების თარიღები მერყეობენ ივნისის დასაწყისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე. სავარაუდოდ, ხომალდები, რომლებმაც თან მოიტანეს შავი ჭირი, ჩამოვიდნენ კალედან, სადაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა. ინგლისელები ძვირფასი ნადავლით ბრუნდებოდნენ უკან (როგორც აღნიშნავდა მემატიანე, „ერთი ქალიც კი არ იყო ისეთი, რომ ფრანგული კაბა არ ცმოდა“) და შესაძლოა, ერთ-ერთ ასეთ კაბას კუნძულზე შავი ჭირის ჩხირი გამოჰყვა.
საფრანგეთის მსგავსად, აქაც შავი ჭირის გავრცელებაში ბრალს სდებდნენ აღვირახსნილ მოდას, კერძოდ, ქალის ზედმეტად გულახდილ კაბებს, რომლებიც იმდენად მჭიდროდ იყო მორგებული, რომ მათ მფლობელებს უწევდათ უკან ქვედატანის ქვემოდან მელიის კუდის დაფენა, რათა ზედმეტად გამომწვევად არ სცმოდათ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, სწორედ ასე ნათლად და სკანდალურად გამოწყობილი ხელში ხანჯლების მქონე ქალბატონი მხედრების კავალკადამ დაატეხა ინგლისელებს თავს უფლის რისხვა. დღესასწაულების დროს გარეთ ბობოქრობდა ჭექა-ქუხილი სეტყვანარევ ქართან ერთად, რის შემდეგაც კუნძულებზე გამოჩნდა შავი ჭირი შავი (ან წითელ) ტანისამოსის მქონე ქალწულის ან მოხუცებულის სახით[34].
1348 წლის ივლისი. შავი ჭირი შეიჭრა რუანში, სადაც „ადგილი აღარ იყო გარდაცვლილთა დასაკრძალავად“, მოიცვა ნორმანდია და გაჩნდა ტურნეში, ფლანდრიის საზღვართან არსებულ უკანასკნელ ქალაქში. იმ პერიოდშივე დაავადება გავრცელდა შლეზვიგ-ჰოლშტაინში, იუტლანდიასა და დალმაციაში[62].
1348 წლის შემოდგომა, ლონდონი. დასავლეთიდან შავი ჭირი გავრცელდა ბრიტანეთის კუნძულების აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში. იგი ზაფხულში დაიწყო, სექტემბრისთვის კი უკვე დედაქალაქსაც მიადგა. მეფე ედუარდ III-მ, რომელიც აქამდე მკაცრად იცავდა ქალაქს პანიკისაგან, მოხელეებს კი გაქცევისგან (ქვეყანაში მუშაობდა სასამართლოები, იმართებოდა პარლამენტის სხდომები, რეგულარულად იკრიბებოდა გადასახადები), საბოლოოდ ვეღარ მოითმინა და ერთ-ერთ ქალაქგარე მამულში გაიქცა, თან წმინდა რელიკვიები მოითხოვა. ქალაქიდან გაქცევის წინ მისი უკანასკნელი ბრძანება იყო 1349 წლის ზამთრის საპარლამენტო სესიის გაუქმება. მეფესთანე ერთად გაიქცა უმაღლესი სამღვდელოებაც, რომელმაც თავი ბედის ანაბარად ჩათვალა; შემდგომში რამდენიმეჯერ გაქცეული ეპისკოპოსები სასჯელის სახით სცემეს და ეკლესიებში დაამწყვდიეს.
ინგლისში შავი ჭირი სხვა ნიშნების გარდა საქონლის გაურკვეველი სიკვდილითაც აღინიშნა. ამ ფენომენის მიზეზები უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, დაავადება ცხოველებზე მოქმედებდა ან, შესაძლოა, უყურადღებოდ დარჩენილი ნახირი შეიწირა თურქულმა ან ციმბირულმა წყლულმა. ქვეყანა სასტიკად დაცარიელდა, თანამედროვე შეფასებით, გაუკაცრიელდა ათასამდე სოფელი[34]. პულში ეპიდემიიდან ასი წლის შემდეგ ჯერ კიდევ იმდენი ცარიელი სახლი იყო დარჩენილი, რომ მეფე ჰენრი VIII იძულებული იყო, მათი ხელახლა დასახლების ბრძანება გაეცა.
1348 წლის დეკემბერი, შოტლანდია. შოტლანდიელები, რომლებიც ოდითგანვე ინგლისელთა მტრები იყვნენ, თავდაპირველად მათ თავს დატეხილ უბედურებას თვალყურს ადევნებდნენ. თუმცა სელკერკის ტყეში ინგლისელებთან ბრძოლის შემდეგ დაავადება შოტლანდიაშიც გავრცელდა. შოტლანდიელები პატარ-პატარა ჯგუფებად დანაწილდნენ და უკან დახეულ ჯართან ერთად შავი ჭირი შოტლანდიის მთებსა და ველებში შეიტანეს. ინგლისელი ისტორიკოსის ცნობით, „მათი სიხარული ტირილში გადაიზარდა, როდესაც უფლის დამსჯელი ხმალი… მათ თავს დაატყდა მრისხანედ და მოულოდნელად, ინგლისელების მსგავსად დააავადა წყლულებითა და მუწუკებით“[63]. მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიანეთს დაავადება ნაკლებად შეეხო, ეპიდემიამ იმსხვერპლა ქვეყნის მოსახლეობის მესამედი. 1349 წლის იანვარში შავი ჭირი გაჩნდა უელსში[64].
1348 წლის დეკემბერი, ნავარა. ერთმანეთის მიმართულებით მოძრავი „ესპანური“ და „ფრანგული“ შავი ჭირი ერთმანეთს შეხვდა ნავარის სამეფოს ტერიტორიაზე. პამპლონისა და სანგუესის (მათ უდიდეს ნაწილს შეადგენდა მცირე სოფლების მოსახლეობა) 202 ადგილობრივი თემიდან მხოლოდ 15 გადაურჩა ეპიდემიას[65].
1349 წლის დასაწყისი, ირლანდია. ირლანდიაში ეპიდემია შეიჭრა ბრისტოლიდან წამოსულ ინფიცირებულ ხომალდთან ერთად და მოკლე დროშივე დაიპყრო კუნძული. არსებობს მოსაზრება, რომ შავმა ჭირმა ადგილობრივ მოსახლეობას სამსახური გაუწია, ვინაიდან ციხესიმაგრეებში გამაგრებულ დამპყრობელ ინგლისელთა უმრავლესობა ამოხოცა, მაშინ როცა ირლანდიელები სოფლებსა და მაღალმთიანეთში თითქმის არ დაზარალდნენ. თუმცა, ეს მოსაზრება მრავალი მკვლევრისთვის სადავოა[66].
1349 წელი, სკანდინავია. პირველად შავი ჭირი გამოჩნდა ნორვეგიულ ბერგენში, სადაც, ლეგენდის თანახმად, იგი შეიტანა ერთ-ერთმა ინგლისურმა ხომალდმა, რომელსაც გასაყიდად ჩამოჰქონდა ბეწვი. გვამებით სავსე ეს ხომალდი სანაპიროსთან ახლოს აღმოჩნდა. იგი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაინახეს, გემბანზე ავიდნენ და ბეწვის ტვირთი ხელში ჩაიგდეს, რის შემდეგაც დაავადება სკანდინავიაში გავრცელდა[67]. ნორვეგიიდან შავი ჭირი შეიჭრა შვედეთში, რის შემდეგაც გავრცელდა ნიდერლანდებში, დანიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და უნგრეთში[68].
1349 წელი. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის, მექისა და სპარსეთის შემდეგ შავმა ჭირმა მიაღწია ბაღდადს[69].
1350 წელს ჭირის შავი დროშა[კ 3] აღმართეს პოლონეთის ქალაქებში. მეფე კაზიმირ III-მ მოახერხა ხალხის მხრიდან „უცხოებთან“ მიმართებაში ექსცესების აღმოფხვრა, ამიტომ პოლონეთში გარბოდა მრავალი ებრაელი, რომლებიც ქაოსისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ[70].
1352 წელი, ფსკოვი. ნიკონის ხელნაწერის თანახმად, „бысть мор во Пскове силен зело и по всей земле Псковской, сице же смерть бысть скоро: храхне человек кровию, и в третий день умираше, и быше мертвии всюду“[71]. მოგვიანებით ხელნაწერები იტყობინებიან, რომ მღვდლები ვერ ასწრებდნენ გარდაცვლილთა გვამების დამარხვას. ერთი ღამის განმავლობაში ეკლესიაში ოცი-ოცდაათი ცხედარი მოჰქონდათ, ამიტომ ერთ საფლავში ხუთი-ათი გვამის ჩადება და მათთვის წესის აგება უწევდათ. მიმდინარე მოვლენებისგან თავზარდაცემული ფსკოველები დახმარებას ევედრებოდნენ ნოვგოროდის არქიეპისკოპოს ვასილის[72]. ეს უკანასკნელი ბოლოსდაბოლოს ქალაქში გამოჩნდა, მაგრამ უკან დაბრუნებისას, 3 ივნისს გარდაიცვალა მდინარე უზაზე.
1353 წელი, მოსკოვი. გარდაიცვალა 36 წლის დიდი მთავარი სიმეონ ამაყი. სიკვდილამდე მან დამარხა თავისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი. ტახტზე ავიდა სიმეონის უმცროსი ძმა მთავარი ივანე.[72] გლუხოვში, მატიანეს თანახმად, ვერავინ გადარჩა[73]. დაავადებამ აგრეთვე დააცარიელა სმოლენსკი, კიევი, ჩერნიგოვი, სუზდალი და საბოლოოდ, სამხრეთით გადანაცვლების შემდეგ, გაქრა ველურ ველში[74][72].
დაახლოებით 1351—1353 წლები, ჩრდილოეთი კუნძულები. ნორვეგიიდან შავი ჭირი მოხვდა ისლანდიაში[75]. თუმცა, ისლანდიასთან დაკავშირებით მკვლევრებს შორის საერთო მოსაზრება არ არსებობს. თუკი ნეიფი ცალსახად მიათვლის ისლანდიას შავი ჭირისგან დაზარალებულ ქვეყნებს, მაშინ ოლე ბენედიკტოუ ისლანდიის იმდროინდელ დოკუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ კუნძულზე შავი ჭირი არ ყოფილა[43].
შეტლანდიის, ორკნეისა და ფარერის კუნძულების დაცარიელებისა და აღმოსავლეთით სკანდინავიის ნახევარკუნძულის, ხოლო დასავლეთით გრენლანდიის ბოლოების მიღწევის შემდეგ შავმა ჭირმა შემცირება დაიწყო. გრენლანდიაში ეპიდემიამ ადგილობრივ კოლონიას ისეთი დარტყმა მიაყენა, როგორთან გამკლავებაც ამ უკანასკნელს არ შეეძლო, რის გამოც დროთა განმავლობაში იგი აოხრდა და დაცარიელდა[31][76].
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთისა და ნავარის ცალკეული რეგიონები, აგრეთვე ფინეთი და ბოჰემიის სამეფო, უცნობი მიზეზების გამო არ დაზიანდნენ მეორე ეპიდემიით, თუმცა მოგვიანებით ეს რეგიონები განგმირა 1360—1363 წლების ახალმა ეპიდემიამ, აგრეთვე ბუბონური შავი ჭირის შემდგომმა აფეთქებებმა[77].
ეპიდემიის დემოგრაფია
რედაქტირებაროგორც ზოგადად შუა საუკუნეების მოსახლეობის, ისე შავი ჭირითა და ეპიდემიის შემდგომი დაბრუნებებით დაღუპული მოსახლეობის რაოდენობის ზუსტი ციფრები არ არსებობს, თუმცა შემონახულია თანამედროვეთა მრავალი რაოდენობრივი შეფასება, რომლებიც ეხება ცალკეულ რეგიონებსა და ქალაქებს, რაც ეპიდემიის მსხვერპლთა სავარაუდო რაოდენობის შეფასების საშუალებას იძლევა.
„კემბრიჯის დაავადებათა მსოფლიო ისტორიის“ თანახმად, მკვლევრები, როგორც წესი, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში სიკვდილიანობის შეფასების დროს ერთმანეთს ეთანხმებიან 30-დან 50 %-მდე ციფრებზე. ყველაზე მეტად ეპიდემიისგან დაზარალდა ცენტრალური იტალია, სამხრეთი საფრანგეთი, აღმოსავლეთი ინგლისი და სკანდინავია; შედარებით ცოტა მსხვერპლი (20 %-ზე ნაკლები) იყო მილანში, ჩეხეთსა და ნიდერლანდების ზოგიერთ რეგიონში, მსხვერპლი საერთოდ არ ყოფილა ნიურნბერგში[78]. „კემბრიჯის პალეონტოლოგიის ენციკლოპედია“ გარდაცვლილთა რაოდენობას აფასებს მსოფლიო მოსახლეობის 25 %-ით, ანუ 60 მილიონზე მეტი ადამიანით, რაც მოიცავს ევროპის მოსახლეობის მესამედს (15-25 მილიონი), ინგლისის მოსახლეობის 30-50 %-ს, ნორვეგიასა და ისლანდიაში ორ მესამედს, პარიზსა და ვენეციაში სამ მეოთხედამდე[79].
რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, უ. ნეიფი აღნიშნავს, რომ ეპიდემიის მსხვერპლთა რაოდენობა პირველად დაითვალეს რომის პაპ კლემენტ VI-ის ბრძანებით და მან შეადგინა 23,84 მილიონი ადამიანი — ევროპის მოსახლეობის 31 %. ბრიტანელი ისტორიკოსი ფილიპ ზიგლერი 1969 წელს გამოსულ ნაშრომში ევროპაში ეპიდემიისგან გამოწვეულ სიკვდილიანობას აფასებს დაახლოებით მოსახლეობის ერთი მესამედით, რაც შეადგენდა 20-დან 25 მილიონამდე ადამიანს[80].
ეპიდემიოლოგიის ნაშრომთა ავტორები (შ. მარტინი და უ. ნეიფი) მიუთითებენ, რომ 1331 და 1351 წლებს შორის ეპიდემიამ იმსხვერპლა ჩინეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი, ამავდროულად დაღუპულთა კიდევ 15 % სტიქიურ უბედურებებზე მოდის[81][23]. თუმცა აღწერათა მონაცემებზე დაყრდნობით სინოლოგები, როგორც წესი, არ აღნიშნავენ მოსახლეობის ასეთ გრანდიოზულ დანაკლისს[82]. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ჩრდილოეთ ჩინეთის მოსახლეობა, რომელიც ეპიდემიამ განსაკუთრებით დააზიანა, უკვე XIV საუკუნის დასაწყისისთვის სამხრეთ ჩინეთის მოსახლეობასთან შედარებით შესამჩნევად შემცირდა[83], ხოლო XIV საუკუნის მეორე-მესამე მეოთხედებში შედარებით მაღალ სიკვდილიანობას უფრო მეტად უკავშირებენ შიმშილობას, ვიდრე ეპიდემიას[კ 4].
ეპიდემიოლოგია
რედაქტირებაშავი ჭირის გამომწვევია გრამუარყოფითი ბაქტერია Yersinia pestis, რომელსაც სახელი ეწოდა მისი პირველაღმომჩენის, ალექსანდრე იერსენის პატივსაცემად. სისველეში შავი ჭირის ჩხირი 10 დღის განმავლობაში ინახება. ავადმყოფის მიერ გამოყოფილი სეკრეტებით დაბინძურებულ თეთრეულსა და ტანსაცმელზე ის კვირების განმავლობაში ინახება, რადგან ლორწო და ცილა მას იცავენ გამოშრობის დამღუპველი მოქმედებისგან. შავი ჭირით გარდაცვლილი ცხოველებისა და ადამიანების გვამებში იგი არსებობას განაგრძობს შემოდგომის დასაწყისიდან ზამთრამდე. დაბალი ტემპერატურა, გაყინვა და გადნობა არ ანადგურებს აღმგზნებს. Y. pestis-სთვის დამღუპველია მაღალი ტემპერატურა, მზის განათება და გამოშრობა. 60 °C-მდე გახურება მიკროორგანიზმს 1 საათის შემდეგ ღუპავს, 100 °C-მდე — რამდენიმე წუთში. მგრძნობიარეა სხვადასხვა ქიმიური დეზინფექტანტების მიმართ[84].
ჭირის ბუნებრივი გადამტანია რწყილი Xenopsylla cheopis, რომელიც მღრღნელების პარაზიტა. სენის შეყრის მექანიზმი ასეთია: ინფიცირებული რწყილის პროვენტრიკულუსში ჭირის ბაქტერიები მრავლდებიან იმდენად დიდი რაოდენობით, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ქმნიან საცობს (ეგრეთ წოდებულ „ბლოკს“), რომლითაც იფარება საყლაპავი მილის გასასვლელი, ამიტომ რწყილი იძულებულია ლორწოვანი ბაქტერიული მასა გადმოანთხიოს ნაკბენისგან დატოვებულ ჭრილობაში[85]. გარდა ამისა, დაკვირვებამ აჩვენა, რომ დაავადებული რწყილი იძულებულია უფრო ხშირად უკბინოს მსხვერპლს და მეტი ოდენობით სვას სისხლი, რადგან ყლაპვის პროცესი გართულებულია და კუჭში ნორმაზე გაცილებით ნაკლები ხვდება[86].
შავი ჭირი მღრღნელების სენია (უფრო იშვიათად — საიგებისა და აქლემების[87]), რომელიც შედარებით უფრო იშვიათად აავადებს ადამიანს. ჭირის რწყილი, რომელიც, ინგლისელი მკვლევრის, ჯონ კელის, თქმით, „ვირთხების დიეტას“ ანიჭებს უპირატესობას, ეპიზოოტიის თარეშის შედეგად რჩება რეციპიენტის გარეშე და იძულებულია, ადამიანის სისხლით დაკმაყოფილდეს, რათა შიმშილით არ მოკვდეს. ჩვეულებრივ, თაგვი ან ვირთხა სხეულზე ექვსიდან თორმეტამდე პარაზიტს ატარებს, მაგრამ მღრღნელების მასობრივი სიკვდილიანობის შედეგად გადარჩენილთა სხეულებზე უფრო მეტი რწყილი გროვდება; ამგვარად, კოლორადოში ერთ-ერთი ეპიზოოტიის დროს ერთ ცხოველის სხეულზე რამდენიმე ასეული რწყილი აღმოაჩინეს[86].
რწყილი Xenopsylla cheopis საკვების გარეშე ექვსი კვირა ძლებს და, უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, სიცოცხლის შენარჩუნება ჭიებსა და მუხლუხოებიდან წვენების ამოწოვით შეუძლია, — სწორედ ამ მახასიათებლებით იხსნება მისი შეჭრა ევროპის ქალაქებში. ბარგსა თუ უნაგირის ჩანთაში დამალულ რწყილს შეეძლო შემდეგ ქარვასლამდე მისვლა, სადაც იგი პოულობდა ახალ პატრონს, ეპიდემია კი ამ დროს კიდევ ერთ ნაბიჯს დგამდა და ვრცელდებოდა დაახლოებით 4 კმ დღე-ღამეში სიჩქარით[88].
ჭირის რწყილის ბუნებრივი მატარებელი — შავი ვირთხა — გამოირჩევა დიდი ამტანობითა და მობილობით და შეუძლია დიდ მანძილებზე მოგზაურობა ჯარის სურსათ-სანოვაგის მარაგებში, ფურაჟში ან ვაჭრების საკვებში, აგრეთვე შეუძლია ადგილობრივ ვირთხებთან პარაზიტების მიმოცვლა, რითიც, ფაქტობრივად, დაავადების ესტაფეტას აგრძელებს.
კლინიკური სიმპტომატიკა
რედაქტირებათანამედროვე მეცნიერებაში
რედაქტირებადაავადების დასნუელების ხერხის, ლოკალიზაციისა და გავრცელებადობის გათვალისწინებით გამოიყოფა შავი ჭირის შემდეგი კლინიკური ფორმები: კანის, ბუბონური, პირველადი-პულმონალური, პირველადი-სეფსისური, კუჭ-ნაწლავის, მეორეული-სეფსისური და კანის-ჩირქოვანი[89][84]. უკანასკნელი ორი ფორმა დღესდღეობით იშვიათად გვხვდება. შავი ჭირის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს რამდენიმე საათიდან 9 დღე-ღამემდე.
აღმგზნები იჭრება შავი ჭირით დაავადებული რწყილისა თუ ცხოველის ნაკბენის შედეგად მიღებულ კანის დაზიანებებში, ლორწოვანი გარსის გავლით ან აირ-წვეთოვანი გზით. შემდეგ იგი აღწევს ლიმფურ კვანძებამდე, რომლებშიც იწყებს სწრაფად გამრავლებას. დაავადება მოულოდნელად იწყება: ძლიერი თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა ციებითურთ, სახე ჰიპერემირებულია, შემდეგ იგი მუქდება, თვალებს ქვემოთ ჩნდება შავი წრეები. ბუბონი (გადიდებული შეშუპებული ლიმფური კვანძი) ჩნდება დაავადების მეორე დღეს.
პულმონალური შავი ჭირი დაავადების ყველაზე სახიფათო ფორმაა. იგი შეიძლება წარმოიქმნას როგორც ბუბონური შავი ჭირის გართულებული ფორმა, ან აირ-წვეთოვანი გზით დაავადებისას. დაავადება ამჯერადაც ძალიან სწრაფად ვითარდება. პულმონალური შავი ჭირით დაავადებული განსაკუთრებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს გარშემომყოფთათვის, რადგან ნახველთან ერთად გამოყოფს აღმგზნებების დიდ რაოდენობას.[84].
ბუბონური შავი ჭირი ვითარდება კანის გავლით აღმგზნების სისხლში შეჭრით. პირველსავე დაცვით საზღვარზე (რეგიონულ ლიმფურ კვანძებში) მას იჭერს ლეიკოციტი. შავი ჭირის ბაცილებს შეუძლიათ ფაგოციტებში გამრავლება. შედეგად ლიმფური კვანძები კარგავენ თავიანთ დაცვით ფუნქციას და იქცევიან „მიკრობების ქარხანად“. თვითონ ლიმფურ კვანძში ვითარდება მწვავე ანთებითი პროცესი, რომელშიც მონაწილეობენ მისი კაპსულა და გარშემომყოფი ქსოვილები. ამის გამო დაავადების მეორე დღეს წარმოიქმნება დიდი ზომის ავადმყოფური გამაგრება — პირველადი ბუბონი. ლიმფოგენურად აღმგზნებებს შეუძლიათ უახლოეს ლიმფურ კვანძებში შეჭრა და პირველი რიგის მეორეული ბუბონების წარმოქმნა[90].
XIV საუკუნის აღწერილობებში
რედაქტირებაუსაფრთხოების სამედიცინო ზომები
რედაქტირებამედიცინის მდგომარეობა შუა საუკუნეებში
რედაქტირებაჰიპოთეზების შავი ჭირის მიზეზებზე და პროფილაქტიკის შესაძლო ზომები
რედაქტირებამკურნალობა
რედაქტირებაშავი ჭირის ექიმები
რედაქტირებაუკუქმედების ადმინისტრაციული ზომები
რედაქტირებაშავი ჭირი ოფიციალურ და ხალხურ რელიგიაში
რედაქტირებაკათოლიკური ეკლესია და შავი ჭირი
რედაქტირებაფლაგელანტობა
რედაქტირებაბიანკი
რედაქტირებაქორეომენია
რედაქტირებაეპიდემიასთან დაკავშირებული ხალხური ცრურწმენები
რედაქტირებაშავი ჭირი ევროპაში
რედაქტირებაშავი ჭირის პირველი შემთხვევა ევროპაში 1347 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. 12 იტალიური გემი შავ ზღვაში მოგზაურობიდან ბრუნდებოდა და სიცილიის პორტ მესინაში შემოვიდა. თორმეტივე გემის ეკიპაჟი და მგზავრები გემბანზევე დაიხოცა.
თითოეულ გემზე თითქმის იმდენივე ვირთხა იყო, რამდენიც მგზავრი. შავი ვირთხა დაავადებების ყველაზე სწრაფი გადამტანია. შავი ჭირის მიკრობი ვირთხას რწყილის საშუალებით გადაეცემოდა. თითქმის ყოველი გაჩერებისას, გემებს ემატებოდნენ ახალი ვირთხები ახალი მიკრობებით. ჭირი ინფიცირებულ ვირთხას კლავდა. დახოცილი ვირთხის რწყილები ახლა უკვე ადამიანებზე გადადიოდნენ და აგრძელებდნენ მათ დაინფიცირებას.
როდესაც გემები მესინას პორტს მოადგნენ, ის ვირთხები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, ნაპირზე გადავიდნენ და თან გაიყოლეს ინფექციის გადამტანი რწყილები. ევროპული პორტების ტალახი და სიბინძურე ხელს უწყობდა ვირთხებისა და რწყილების გამრავლებას. სიბინძურე ამრავლებდა ვირთხებს, ხოლო ვირთხები — რწყილებს. როდესაც ინფიცირებული ვირთხები დაიხოცნენ, რწყილები ახლა უკვე მესინას მოსახლეობას შეესივნენ.
ამგვარად „შავი სიკვდილის“ გავრცელების და მილიონობით ადამიანის განადგურების მიზეზი გახდა ჩვეულებრივი ვირთხა, რომელიც ინფიცირებული რწყილის მატარებელი აღმოჩნდა.
შავი ჭირის გავრცელების არეალი
რედაქტირებაროგორც ცნობილია, ცენტრალურ აზიაში ჭირი 1330 წელს გაჩნდა. აქედან გავრცელდა აღმოსავლეთით — ჩინეთსა და ინდოეთში და დასავლეთით — აფრიკაში, რის შემდეგაც ევროპას მიუახლოვდა.
ზოგიერთი რეგიონი, მათ შორის სკანდინავია მთლიანად განადგურდა. მოისპო ნორვეგიელთა დასახლებები გრენლანდიაში. ავადმყოფობას ეწირებოდა ყველა — ღარიბიც და მდიდარიც, ახალგაზრდაც და მოხუციც. ხშირი სიკვდილიანობა შეიმჩნეოდა მღვდელთმსახურებს შორის, რადგან ისინი დიდ დროს ატარებდნენ ავადმყოფებთან. იყო ისეთი რეგიონებიც, რომლებმაც ადვილად დააღწიეს თავი ეპიდემიას, მაგალითად მილანის შემოგარენი იტალიაში.
სანამ ეპიდემიის რეალური გამომწვევი მიზეზები უცნობი იყო, კაცობრიობა უძლური აღმოჩნდა მის წინაშე. ექიმებმა უამრავი წამლის სახეობა გამოცადეს. ერთ-ერთი შედგებოდა 10-წლიანი ბადაგის, წვრილად დაჭრილი გველების, ღვინისა და დამატებითი 60 მასალისგან. მაგრამ ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, გაუმართლებელი იყო.
მოსახლეობის უმრავლესობა ხსნას რელიგიაში ეძებდა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეპიდემიით ღმერთი ცოდვილ სამყაროს სჯიდა. სხვა მორწმუნეები, ე.წ. ფლაგელანტები ატარებდნენ პროცესიებს, რომლის დროსაც სახალხოდ იტანჯავდნენ თავს წკეპლებითა და მათრახებით. ზოგი გაქცევით შველოდა თავს, ზოგი — თვითმკვლელობით, ზოგიც მოახლოებული სიკვდილის მოლოდინში გართობას არ იკლებდა.
ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ასპექტი ამ დაავადებისა იყო მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი. თუ ერთ ქალაქში ჭირი მოსახლეობის მოლოდ ერთ მეათედს იწირავდა, მეორე ქალაქი ნახევრად ნადგურდებოდა. ახლა უკვე ცნობილია, რომ იმ პერიოდისათვის ერთდროულად შავი ჭირის სამი სხვადასხვა ტიპი მძვინვარებდა. ყველაზე გავრცელებული იყო ე.წ. „ბუბონური“ ჭირი, მეტად სასიკვდილო კი — მისი ორი თანასახეობა.
იმ შემთხვევაში, თუ ჭირის ბაქტერია ადამიანის ფილტვებს აღწევდა, ვითარდებოდა ე.წ. პნევმონიური ჭირი. ავადმყოფები ხველებისა და დაცემინების გზით მიკრობებს ავრცელებდნენ ჰაერში, რაც საფრთხეში აგდებდა გარშემომყოფთ. ამგვარად პნევმონიური ჭირი ადვილად ვრცელდებოდა და უსწრაფეს სიკვდილს იწვევდა.
ჭირის მესამე ტიპს მიეკუთვნებოდნენ ის ავადმყოფები, რომელთა შემთხვევაში რწყილის ნაკბენის შემდეგ ჭირის მიკრობი პირდაპირ სისხლში გადადიოდა. ასეთი გზით ინფიცირებული ავადმყოფი რამდენიმე საათში კვდებოდა. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი იძინებდა თითქოსდა ჯანმრთელი, დილით კი აღარ იღვიძებდა. ჭირის ამ ტიპს სეფსისური ეწოდებოდა.
მომდევნო ეპიდემიები
რედაქტირება1351 წლისათვის „შავი სიკვდილის“ ეპიდემია დასრულდა. შუა საუკუნეების ისტორიული წყაროების მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ამოწყდა. ბევრი თანამედროვე მკვლევარი ამ რიცხვს ეთანხმება. რაც შეეხება ევროპას, მისი მოსახლეობის მეოთხედი მაინც დაიხოცა.
„შავი სიკვდილის“ პერიოდი დასრულდა, მაგრამ დაავადება მაინც არსებობდა. იგი რეგულარულად იჩენდა თავს XV საუკუნის ბოლომდე. ყველაზე საგულისხმოა 1361 წლისა და 1369 წლის ეპიდემიები. ამის შემდეგ ეპიდემიათა შორის პერიოდები მეტად ხანგძლივი იყო.
შავი ჭირი დღესაც არსებობს. XIX საუკუნის ბოლოს იგი განმეორდა აზიაში, სადაც მხოლოდ ინდოეთში ექვსი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. 1995 წელს ინდოეთში ისევ დაფიქსირდა შავი ჭირის შემთხვევები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Алексей Маар — Сорок дней и Черная Смерть დაარქივებული 2014-04-16 საიტზე Wayback Machine. 2014. Происхождение и этимология понятия. Карантин и его значение (Соавторство: Громашевский Л. В., Компанцев Н. Ф., Павлов А. В., Ёлкин И. И.)
- Дербек Ф. А. История чумных эпидемий в России. Диссертация Доктора медицины. — СПб., 1905. — С. 2-40.
- Васильев К. Г., Сегал А. Е., История эпидемий в России: Материалы и очерки / Под ред. проф. А. И. Метелкина, М.: Медгиз, 1960.
- Сорокина Т. С. Эпидемии в Средние Века // Фельдшер и акушерка. — 1988. — № 2.
- Борисов Л. Б. и др., Медицинская микробиология, вирусология, иммунология: Учебник, [Изд. 1-е], М.: Медицина, 1994. — გვ. 286-289.
- Возианова Ж. И., Чума // Инфекционные и паразитарные болезни. В 3-х т, ტ. 3, К.: Здоров`я, 2002. — გვ. 138—166. 904 გვ. 3000 ეგზ., ISBN 5-311-01296-x Invalid ISBN.
- Даниэл М., Тайные тропы носителей смерти: Пер. с чеш. = Daniel M. Tajne stezky smrtonosu / Милан Даниэл / Под ред. Б. Л. Черкасского, М.: Прогресс, 1990, ISBN 5-01-002041-6.
- Супотницкий М. В. «Черная смерть». К загадкам пандемии чумы 1346—1351 гг. // Универсум. 2004, № 3.
- Супотницкий М. В., Супотницкая Н. С., Очерк V. «Чёрная смерть» — второе пришествие чумы в Европу (1346—1351) // Очерки истории чумы: В 2-х кн. — Кн. I: Чума добактериологического периода, М.: Вузовская книга, 2006. — გვ. 78-131. 468 გვ, ISBN 5-9502-0093-4.
- Benedictow O. J., The Black Death, 1346-1353: the complete history, Woodbridge: Boydell & Brewer, 2004. — 506 p, ISBN 0851159435.
- Herlihy D., The Black Death and the Transformation of the West, New York: Harward University Press, 1997. — 117 p, ISBN 0-674-07612-5.
- Kelly J., The Great Mortality: An Intimate History of the Black Death, the Most Devastating Plague of All Time, New York: HarperCollins, 2005. — 304 p, ISBN 0-06-000692-7.
- Martin S., Black Death, Sparkfold: J. H. Haynes and Co, 2001. — 160 p, ISBN 1-904048-86-2.
- Naphy W., Spicer A., La peste noire, 1345-1730 : grandes peurs et épidémies, Paris: Éditions Autrement, 2003. — 187 p.(Collection Mémoires), ISBN 9782746703988.
- Nohl J., La mort noire: chronique de la peste d’après les sources contemporaines, Paris: Payote, 1986. — 318 p, ISBN 2-228-55070-1.
- Nohl J., The Black Death: A Chronicle of the Plague, Pennsylvania: Westholme Publishing, 2006. — 284 p, ISBN 1594160295, 9781594160295 Invalid ISBN.
- Nohl J., Der schwarze Tod - Eine Chronik der Pest 1348 bis 1720, Hamburg: Severus Verlag, 2011. — 228 p, ISBN 3863470699, 978-3863470692 Invalid ISBN.
- Ziegler Ph., The Black Death, London: Collins, 1969. — 319 p.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ სენეკა. ეპიდ. — გვ. 164.
- ↑ 2.0 2.1 Kelly 2005, p. 23.
- ↑ Herlihy 1997, p. 41.
- ↑ Возианова 2002, p. 152.
- ↑ The Little Ice Age, ca. 1300—1870. Environmental History Resources (2010-10-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2012-02-26.
- ↑ Hecker J. F. C., The Black Death and The Dancing Mania, New York, 1888.
- ↑ Супотницкие 2006, p. 84.
- ↑ 8.0 8.1 Kelly 2005, p. 62.
- ↑ Супотницкие 2006, p. 85.
- ↑ Kelly 2005, p. 74.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 Kelly 2005, p. 7.
- ↑ Aushenberg 2005, p. 61-72.
- ↑ Kelly 2005, p. 17.
- ↑ Favier J., Guerre de Cents Ans, Paris: Fayard, 1991. — P. 158, 678 p, ISBN 2213008981.
- ↑ 15.0 15.1 15.2 Милан Даниэл 1990.
- ↑ Benedictow 2004, p. 45.
- ↑ Kelly 2005, p. 6.
- ↑ Atwood Ch. P. Encyclopedia of Mongolia and the Mongol Empire. — P. 41, 610.
- ↑ The Cambridge History of China, 1994. — P. 557.
- ↑ Martin 2001, p. 22.
- ↑ The Cambridge History of China, Cambridge University Press, 1994. — P. 541, 557.
- ↑ Atwood Ch. P. Encyclopedia of Mongolia and the Mongol Empire. — P. 632.
- ↑ 23.0 23.1 23.2 Naphy 2003, p. 23.
- ↑ Aberth J., The Black Death. The Great Mortality of 1348-1350. A Brief History with Documents, NY: Palgrave McMillan, 2005. — P. 17, 208 p, ISBN 1-4039-6802-0.
- ↑ The Cambridge History of India, Cambridge University Press, 1928. — P. 149.
- ↑ Scott S., Duncan Ch. J., Biology of Plagues, Evidence from Historical Populations, Cambridge: Cambridge University Press, 2001. — P. 48, 420 p, ISBN 0 521 80150 8.
- ↑ Benedictow O. J., What Disease was Plague?, Brill, 2010. — P. 500, 748 p, ISBN 978 90 04 18002 4.
- ↑ Sussman G. D., Was the black death in India and Сhina? // Bulletin of the History of Medicine. — 85, 2011.
- ↑ Берзин Э. О., Юго-Восточная Азия в XIII—XVI веках, М.: Наука, 1982. — გვ. 47-52.
- ↑ Cambridge World History of Human Disease, 1993. — P. 293.
- ↑ 31.0 31.1 31.2 31.3 Naphy 2003, p. 25.
- ↑ Kelly 2005, p. 56.
- ↑ Kelly 2005, p. 8.
- ↑ 34.0 34.1 34.2 34.3 34.4 Руссев Н. Д. «Безносая привратница эпох»: Чёрная смерть на Западе и Востоке Европы // Стратум: структуры и катастрофы: Сборник символической индоевропейской истории: Археология. Источниковедение. Лингвистика. Философия истории. — СПб.: Нестор, 1997. — 267 с. — ISBN 5-901007-03-4. — С. 220—239.
- ↑ Летописный свод 1497 г. // Полное собрание русских летописей. — Т. 28. — М.-Л., 1963. — С. 71.
- ↑ Benedictow 2004, p. 60.
- ↑ Шамильоглу Ю., Черная смерть и ее последствия, История татар с древнейших времен в 7 т, ტ. 3, Казань: Институт истории АН РТ, 2009. — გვ. 686—690. 1056 გვ, ISBN 978-5-94981-142-9.
- ↑ Kelly 2005, p. 9.
- ↑ Wheelis M., Biological Warfare at the 1346 Siege of Caffa // Emergin Infectios Diseases. — 9, 2002, Vol. 8, P. 971—975.
- ↑ Макэведи К., Бубонная чума // В мире науки, 1988, № 4.
- ↑ Kelly 2005, p. 81.
- ↑ Benedictow 2004, p. 61.
- ↑ 43.0 43.1 Benedictow 2004.
- ↑ Kelly 2005, p. 82.
- ↑ Kelly 2005, p. 80, 83.
- ↑ Kelly 2005, p. 86.
- ↑ 47.0 47.1 Kelly 2005, p. 88.
- ↑ 48.0 48.1 Kelly 2005, p. 90.
- ↑ Kelly 2005, p. 92.
- ↑ Benedictow 2004, p. 72.
- ↑ Cassar P., Medical history of Malta, Wellcome Historical Medical Library, 1965. — 586 p.
- ↑ Kelly 2005, p. 95.
- ↑ Супотницкие 2006, p. 87.
- ↑ Kelly 2005, p. 152.
- ↑ Benedictow 2004, p. 79.
- ↑ Kelly 2005, p. 96.
- ↑ Kelly 2005, p. 98.
- ↑ Benedictow 2004, p. 65.
- ↑ Супотницкие 2006, p. 88.
- ↑ Kelly 2005, p. 177.
- ↑ Kelly 2005, p. 127.
- ↑ Benedictow 2004, p. 102.
- ↑ Супотницкие 2006, p. 89-90.
- ↑ Kelly 2005, p. 227.
- ↑ Benedictow 2004, p. 88.
- ↑ Супотницкие 2006, p. 90.
- ↑ Kelly 2005, p. 27.
- ↑ Kelly 2005, p. 270.
- ↑ The Cambridge World History of Human Disease, Cambridge University Press, 1993. — P. 612.
- ↑ Ойербах М. Часть 3. От крестовых походов до изгнания из Испании. Глава 8. Чёрная смерть დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine. // История еврейского народа. / Пер. Швут Ами. — 1992.
- ↑ Полное собрание русских летописей. — Т. 10. VIII. Летописный сборник, именуемый Патриаршею или Никоновскою летописью. / Под ред. А. Ф. Бычкова. — СПб., 1885. — 244 с. — C. 223.
- ↑ 72.0 72.1 72.2 Benedictow 2004, p. 214.
- ↑ Полное собрание русских летописей. — Т. 10. VIII. Летописный сборник, именуемый Патриаршею или Никоновскою летописью. / Под ред. А. Ф. Бычкова. — СПб., 1885. — 244 с. — C. 224.
- ↑ Naphy 2003, p. 26.
- ↑ Parnell F., O'Carroll E., Presser B., Lonely Planet Iceland, Lonely Planet. — 364 p, ISBN 1741044553.
- ↑ De Roo P., History of America before Columbus: according to documents and approved authors, Philadelphia: Lippincott company, 1900. — P. 414.
- ↑ Benedictow 2004, p. 216.
- ↑ The Cambridge World History of Human Disease, Cambridge University Press, 1993. — P. 613.
- ↑ The Cambridge Encyclopedia of Human Paleopathology, Cambridge University Press, 1998. — P. 197.
- ↑ Byrne J. P. Demographic Effects of Plague: Europe 1347—1400 // The Encyclopedia of the Black Death. — ABC-CLIO, 2012. — P. 108. — ISBN 1-59884-253-6.
- ↑ Martin 2001, p. 111.
- ↑ Cambridge History of China, Cambridge University Press, 1994. — P. 618-622.
- ↑ Боровкова Л. А., Восстание «Красных войск» в Китае, М.: Наука (ГРВЛ), 1971. — გვ. 6.
- ↑ 84.0 84.1 84.2 Коротяев А. И., Микробиология чумы // Медицинская микробиология, иммунология и вирусология, СПб.: СпецЛит, 2000. — გვ. 355—358. 591 გვ. 3000 ეგზ., ISBN 5-263-00155-x Invalid ISBN.
- ↑ Сунцов В. В., Сунцова Н. И. Чума. Происхождение и эволюция эпизоотической системы (экологические, географические и социальные аспекты) დაარქივებული 2011-10-13 საიტზე Wayback Machine. . — თარგი:М.: Изд-во КМК, 2006. — 247 с. — ISBN 5-87317-312-5.
- ↑ 86.0 86.1 Kelly 2005, p. 20.
- ↑ Чума. Вестник инфектологии и паразитологии. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-28. ციტირების თარიღი: 2012-02-26.
- ↑ Kelly 2005, p. 19.
- ↑ Возианова 2002, p. 144.
- ↑ Возианова 2002, p. 146.
კომენტარები
რედაქტირება- ↑ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის კერა, რომელმაც ეპიდემია გამოიწვია. მაგალითად, კრისტოფერ ეტვუდი მოიხსენიებს მაკნილის ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც, ეპიდემიას ბიძგი მონღოლებმა მისცეს, როდესაც იუნანი დაიპყრეს (სამხრეთ-დასავლეთი ჩინეთი), ვინაიდან ინფექციის გადამტანი მღრღნელები ჰიმალაიდან მოდიოდნენ. იხ. Atwood Ch. P., Encyclopedia of Mongolia and the Mongol Empire, Facts on File, 2004. — P. 41, 610, 678 p.
- ↑ В то же время возник и упорно держался слух, что Иоанн запер жену в её комнатах и уморил голодом в наказание за измену с коннетаблем. Неизвестно, насколько эта версия событий соответствовала действительности и насколько к ней приложили руку англичане, желавшие подобным образом поставить под вопрос законнорождённость короля Карла V. В любом случае, после убедительных побед последнего, слух сошел на нет и последствий не имел.
- ↑ Чёрный флаг, поднятый над самой высокой церковью города, был призван известить всех, желавших навестить город, о потенциальной угрозе. Традиция поднятия чёрного флага возникла именно во времена Чёрной смерти. См. Gottfried R. S., The black death: natural and human disaster in medieval Europe, New York: Simon and Schuster, 1985. — 203 p, ISBN 0029123704.
- ↑ Монгольский историк Далай Чулууны, рассказывая собственно о Монголии и народных бедствиях, отмечает в 1330 году и 1337—1340 годах джут, засуху и голод, но не эпидемии. «Кембриджская история Внутренней Азии» упоминает, что в Китае серия природных катастроф, начавшихся с наводнений на Янцзы в 1332 году, привела к гибели 7 миллионов человек и голоду, но не говорит о чуме. Синолог Людмила Боровкова отмечает голод в 1340-х годах, а крупную эпидемию — в 1344 году, когда изменилось русло Хуанхэ и «голод и эпидемии в тех краях унесли почти половину населения», и в 1350-х, когда отмечены страшный голод, саранча и эпидемия в столице. Китайский историк У Хань, описывая события 1354 года, упоминает о голоде и последовавших за ним эпидемиях.
См. Чулууны Д., Монголия в XIII-XIV веках / Авториз. пер. с монг., М.: Наука (ГРВЛ), 1983. — P. 117—118.
The Cambridge History of Inner Asia. The Chinggisid Age, Cambridge University Press, 2009. — P. 91.
Боровкова Л. А., Восстание «Красных войск» в Китае, М.: Наука (ГРВЛ), 1971. — გვ. 44, 77, 105.
У Хань., Жизнеописание Чжу Юаньчжана / Пер. с кит., М.: Наука (ГРВЛ), 1980. — გვ. 59.