შავი მთა — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის გვერდით პირიქითის ქედზე, მდინარე ანდის ყოისუს აუზის ზემო წელში. სიმაღლე 3430 მ. აგებულია შუა ლიასის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებითა და ტყეებით.

შავი მთა
კოორდინატები: 42°31′49″ ჩ. გ. 45°30′30″ ა. გ. / 42.53028° ჩ. გ. 45.50833° ა. გ. / 42.53028; 45.50833
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ახმეტის მუნიციპალიტეტი
ქედი პირიქითი ქედი
შავი მთა — საქართველო
შავი მთა
შავი მთა — კახეთის მხარე
შავი მთა

ლიტერატურარედაქტირება