ყურო

მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან ყუროსწვერი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყურო (მრავალმნიშვნელოვანი).

ყურომწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სუბმერიდიანულ განშტოებაზე, მდინარეების თერგისა და ხდის წყალგამყოფ ყუროს ქედზე.[1] წარმოადგენს ყუროს ქედის უმაღლეს წერტილს (4071 მ). აგებულია იურული თიხაფიქლებით. დამახასიათებელია ალპური ლანდშაფტი. სახელწოდება თურქული წარმოშობისაა და ითარგმნება, როგორც „მშრალი უთოვლო მწვერვალი“, სადაც „ყურუუ“ აღნიშნავს მშრალს. სახელწოდება აიხსნება იმით, რომ მყინვარწვერის, მაილისა და სხვა დათოვლილი და გაყინული მწვერვალების საპირისპიროდ, ამ მასივზე ზაფხულში თოვლი თითქმის არ არის. სხვა ვერსიის თანახმად, სახელწოდების საფუძველია ქართული ყურო — „მღვიმე“. თუმცა ცოტაოდენ ცნობილი მღვიმეები აქ აღმოჩენილი არ ყოფილა.[2]

ყურო
მწვერვალი ყურო და ყუროსწყლის ხეობა
მწვერვალი ყურო და ყუროსწყლის ხეობა
კოორდინატები: 42°40′30″ ჩ. გ. 44°41′32″ ა. გ. / 42.67500° ჩ. გ. 44.69222° ა. გ. / 42.67500; 44.69222
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4071 
მთის მასივი კავკასიონი
ქედი ყუროს ქედი
ლანდშაფტი ალპური
ამგებელი ქანები თიხაფიქალი
ყურო — საქართველო
ყურო
ყურო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ყურო
სურათები ვიკისაწყობში

სქოლიო რედაქტირება

  1. მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964
  2. კავკასიის ტოპონიმიკური ლექსიკონი (რუსული)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ყურო&oldid=4597374“-დან