ყლარსის მიქელ-გაბრიელის ეკლესია
ყლარსის მიქელ-გაბრიელის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყლარსიდან ჩრდილოეთით 2-3 კმ-ზე, ტყეში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვით.
გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვაა. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია. კონქი ნახევარსფერულია, სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ მასიური ბუნის ქვაა.
ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. სამხრეთ კედელს ერთსაფეხურიანი ხარისხი მიუყვება.
სამხრეთი შესასვლელი ძლიერ დაზიანებულია. ინტერიერი სავსეა მიწითა და ჩამონაშალი ქვით.
ეკლესიის კედლები ჩამალულია დიდი ზომის მცენარეებში და ეკალ-ბარდებში. დასავლეთიდან და სამხრეთიდან შემორჩენილია მინაშენის ჩამონგრეული კედლები.
ეკლესიას გარშემო გალავანი შემოუყვება, რომლის სიმაღლე 1-2 მეტრს აღწევს.
ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 207