ყირმიზი-ბაზარი
დაბა აზერბაიჯანში
ყირმიზი-ბაზარი (აზერ. Qırmızı Bazar — „წითელი ბაზარი“, სომხ. Կարմիր Շուկա) — დაბა აზერბაიჯანში, ხოჯავენდის რაიონში. ყარაბაღის ომის შემდეგ აკონტროლებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლის ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით შედის მარტუნის რაიონის შემადგენლობაში. აზერბაიჯანის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ხოჯავენდის რაიონის შემადგენლობაში.
დაბა | |
---|---|
ყირმიზი-ბაზარი აზერ. Qırmızı Bazar | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
რეგიონი | ზემო ყარაბაღი |
რაიონი | ხოჯავენდი |
კოორდინატები | 39°40′43″ ჩ. გ. 46°56′55″ ა. გ. / 39.67861° ჩ. გ. 46.94861° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 670 მ |
მოსახლეობა | 926 კაცი (2005) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
გეოგრაფია
რედაქტირებასოფელზე გადის გზატკეცილი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, რომელიც მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს აკავშირებს სტეფანაკერტთან.
ისტორია
რედაქტირება1992 წლის მაისის შემდეგ აკონტროლებდა სომხეთის შეიარაღებული ძალები, ხოლო ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ძალები.