ყირიმის ტროლეიბუსი
ყირიმის ტროლეიბუსი (უკრ. Кримський тролейбус) — საქალაქთაშორისო ტროლეიბუსის უნიკალური სისტემა, რომელიც სიმფეროპოლს ყირიმის სამხრეთ სანაპიროს კურორტებთან აკავშირებს; ყველაზე გრძელი ტროლეიბუსის ხაზი მსოფლიოში (86 კმ). გადის სიმფეროპოლის რაიონის და ყირიმის ალუშტისა და იალტის რეგიონების ტერიტორიაზე.
ტორლეიბუსების მოძრაობა მარშრუტზე სიმფეროპოლი - ალუშტა გაიხსნა 1959 წელს, მარშრუტზე სიმფეროპოლი - იალტა — 1961 წელს. არსებობის ორი ათწლეულის განმავლობაში (1959-80) ხაზმა 142 მილიონზე მეტი მანეთის მოგება მიიღო. მოგზაურობის ხანგრძლივობა სიმფეროპოლიდან ალუშტამდე 1,5 საათს, ხოლო იალტამდე 2,5 საათს შეადგენდა. სიმფეროპოლიდან ალუშტამდე ტროლეიბუსს ანგარის უღელტეხილის გადავლა უწევს (752 მ). უღელტეხილის რაიონი მთამსვლელი ტურისტების ტრადიციული შეხვედრის ადგილია.