ყიზილ-ირმაქი
(გადამისამართდა გვერდიდან ყიზილ ირმაქი)
ყიზილ-ირმაქი (თურქ. Kızılırmak, „წითელი მდინარე“; ძვ. ბერძნ. Ἅλυς, ჰალისი) — მდინარე თურქეთში, სათავე აქვს ყიზილ-დაღის მთებში. მიედინება ანატოლიის ზეგანზე. ერთვის შავ ზღვას და ქმნის დელტას. სიგრძე 1350 კილომეტრი. აუზის ფართობი 77 ათ. კმ². წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე. იყენებენ სარწყავად.
ყიზილ-ირმაქი | |
---|---|
ქვეყანა | თურქეთი |
სათავე | ყიზილ-დაღის მთები |
სიგრძე | 1350 კმ |
აუზის ფართობი | 77 კმ² |
ყიზილ-ირმაქი ვიკისაწყობში |
ნ. მარის თანახმად ყიზილ-ირმაქის თავდაპირველი სახელწოდება „ჰალისი“ მომდინარეობს ჭანური ენიდან, რაც ჭანურად მდინარეს ნიშნავს.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 642-643.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Livius.org: Halys დაარქივებული 2010-03-30 საიტზე Wayback Machine.