ყიზილყუმი
(გადამისამართდა გვერდიდან ყიზილყუმის უდაბნო)
ყიზილყუმი (უზბეკ: Qizilqum, ყაზახ. Қызылқұм წითელი ქვიშა) — მსოფლიოს სიდიდით მე-11 უდაბნო. მდებარეობს ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ნაწილობრივ თურქმენეთის ტერიტორიაზე, მდინარეების - სირდარიასა და ამუდარიას შორის. მოიცავს 298 000 კმ² ტერიტორიას.
უდაბნო ძირითადად წარმოადგენს ზღვის დონიდან 300 მეტრზე მდებარე ვრცელ ვაკეს. ასევე მოიცავს მრავალ დეპრესიას და მაღლობს. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ქვიშის დიუნებითაა დაფარული. წარმოდგენილია რამდენიმე ოაზისიც. მდინარეების გასწვრივ და ოაზისებში, სასოფლო-სამეურნეო დასახლებები მდებარეობს. ტემპერატურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მაისი შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე ფიქსირდება. მათ შორის მაქსიმალური 51.7 °C 1983 წლის ივლისში დაფიქსირდა.