ყვითელთავა ნარჩიტა

ყვითელთავა ნარჩიტა[1] (ლათ. Regulus regulus) — ფრინველი ნარჩიტასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 10 სმ-მდე, იწონის 5–6 -ს. შეფერილია მორუხო-ყვითლად; თხემი მამლებს ნარინჯისფერი, დედლებს კი ყვითელი გვერდებზე შავი ზოლებით აქვს. ბინადრობს ნაძვიან ან ფიჭვიან ტყეებში. ფართოდაა გავრცელებული ევრაზიის მრავალ რეგიონში, მათ შორის აზორისა და კანარის კუნძულებზე. საქართველოშიც მრავლად გვხვდება.[1] თითქმის მრგვალ ბუდეს ხეების ზედა ტოტებზე იკეთებს, რომელშიც 5–10 კვერცხს დებს. ზამთარში მომთაბარეობს გუნდებად, ხშირად გვხვდება წივწივებთან ერთად. იკვებება მწერებით.

ყვითელთავა ნარჩიტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Regulus regulus (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22734997

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 323.