ყვარლის ფერისცვალების ეკლესია
ყვარლის ფერისცვალების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტში. აგებულია 1808 წელს.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნაგებია რიყის ქვის სწორხაზოვანი წყობით. კუთხეებში, თაღების, ლავგარდნის და ფასადების შემკულობისათვის გამოყენებულია აგური. სულ სამი კარი აქვს: სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. სამხრეთის და დასავლეთის კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან კი დასრულებულია თარაზულად. ჩრდილოეთის კარი არქიტრავულია ორივე მხრიდან. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში თითო, ხოლო გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია, მათგან ჩრდილოეთის და სამხრეთის დასავლეთ ნაწილში გაჭრილი სარკმლები ვიწრო და შეისრულია, დანარჩენები კი ფართო და თაღოვანი. კედლები დასრულებულია აგურის ოთხმაგი ლავგარდნით ხოლო გადახურულია კრამიტით. დასავლეთის მხარეს დადგმულია ცემენტის სამრეკლო-ფანჩატური. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდაა, მისი კონქი კი ეყრდნობა ფართო მხრებსა და შეისრულ თაღს. აბსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედელში კი სხვადასხვა ზომის ორი ნიშაა. საკურთხეველი ამაღლებულია ორი საფეხურით. იგი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ეყრდნობა ორ საბჯენ თაღს. აქედან ერთი კრონშტეინებზე დაბჯენილი თაღი დარბაზის შუაშია, ხოლო მეორე დასავლეთის კედლის კუთხეებში არსებულ პილასტრებზე გადადის. ეკლესიის ფასადები გაფორმებულია აგურით: აღმოსავლეთის ფრონტონში ერთი, ხოლო დასავლეთისაში კი გამოსახულია სამი ჩაღრმავებული, კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი. სამხრეთის და ჩრდილოეთის კარის თავზეც ასეთივე ჯვრებია მოცემული. კარის სამივე გვერდზე მოცემულია აგურის წყობის ჩაღრმავებით სამ-სამი რომბი. დასავლეთის კედელში, კარის თავზე თეთრ მარმარილოში ამოკვეთილია მხედრული წარწერა:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18257